• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“აქციებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ელიტა საქართველოში არ არსებობს” – გია ხუხაშვილი

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, პოლიტიკა
A A
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე, “თბილისი თაიმსი”  ექსპერტ – გია ხუხაშვილს ესაუბრა.

 12-13 მაისს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მოვლენათა რეტროსპექტულ განვითარებაზე თვალის ერთი გადავლებაც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს. თქვენ როგორ შეაფასებდით კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებს? თქვენი შეხედულებით, თუ იყო სპეცოპერაციისას გადაცდენა და რაში გამოიხატა?

 – მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ვისაუბრო რაიმე ტიპის სერიოზულ გადაცდენაზე. სპეცოპერაციები საერთოდ სტერილური არცერთ ქვეყანაში არ არის, ეს ცნობილი ფაქტია და ფილმებშიც გვინახავს. როდესაც ასეთი ტიპის სპეცოპერაციები ტარდება, გარკვეული დისკომფორტი ექმნებათ უდანაშაულო ადამიანებსაც- ზოგს ფიზიკურად, ზოგს სიტყვიერად და ა.შ.  შეიძლება იყო ამ შემთხვევაშიც ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები და ეს აუცილებლად უნდა დაადგინოს გამოძიებამ. თუ ვინმეს მატერიალური ან მორალური ზიანი მიადგა, უნდა მოითხოვოს ამის კომპენსირება, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება მორალურ მხარეს, ვფიქრობ, ეს მეტნაკლებად კომპენსირებული იქნა, რადგან შს მინისტრმა ამ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

თქვენი აზრით, რის გამო მოიხადა ბოდიში შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ? ეს იყო ფორმალობა, თუ გულწრფელი მობოდიშება აქციის მონაწილეებისთვის? 

– ამ ბოდიშს ჰქონდა ორი განზომილება: ერთი, პოლიტიკური- ხარკი უნდა გადაეხადა იმ სიტუაციისთვის, რათა ჩაექრო მაღალი ემოციები და კრიზისი გადაელახა. მეორე, ეს იყო აბსოლუტურად ცივილიზებული და ადეკვატური ფორმა.  მთავარია გაიმიჯნოს სად არის დისკომფორტი და სად დანაშაული. შსს ამბობს, რომ აქვთ ჩანაწერები, როგორ ხდებოდა კლუბში ნარკოტიკების რეალიზაცია, რაზეც კლუბის ადმინისტრაციის დიდი წინააღმდეგობაც არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უარყოფდნენ იქ ნარკოტიკების გასაღებას. შეიძლება შენ ამას ხელს არ უწყობდე, მაგრამ ეს რომ ხდება, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამიტომ როდესაც აპროტესტებ რაღაცას, გულწრფელობა მნიშვნელოვანია.

ბატონო გია, რას ფიქრობთ აქციაზე ,,ჩვენი თავისუფლებისთვის” , რომელიც 12-13 მაისს ჩატარდა? რა პრობლემები და დადებითი მხარეები დაინახეთ ამ პროტესტში?

– მე ასეთი აქციების წინააღმდეგი არასდროს არ ვარ, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის სჭირდება შეხსენება, რომ ძალადობას საზოგადოება არ აიტანს. ასე რომ ასეთი აქციები, მითუმეტეს ახალგაზრდების სამოქალაქო აქტიურობა თავისთავად კარგია. თუმცა ბუნდოვანი იყო აქციის მიზანი. თუ ეს იყო ძალადობის წინააღმდეგ გამოსვლები, რატომ დამთავრდა ის ნარკოლიბერალიზაციაზე ვაჭრობით და რატომ გადაინაცვლა ძალადობის თემამ უკანა პლანზე?!

ნარკოპოლიტიკის შეცვლა – თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი და გახარიას შსს შეძლებს ამ საკმაოდ რთული ამოცანის შესრულებას? 

– დეკრიმინალიზაციის საკითხი გადაწყვეტადია. მსუბუქ ნარკოტიკებზე მაქვს საუბარი. უბრალოდ ერთადერთი შეუთანხმებელი დოზის საკითხია, თუ რა დოზა ჩაითვლება დარღვევად. ვფიქრობ, ამ თემაზე კონსენსუსი მიღწევადია.

როგორ შეაფასებდით პოლიტიკოსების რეაგირებას აქციებთან დაკავშირებით? ჩვენ ვიხილეთ პრემიერმინისტრის, თბილისის მერის და შს მინისტრის გამოსვლები, რას იტყოდით მათ შესახებ?

– აქ აქციებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ელიტა საქართველოში არ არსებობს.  პოლიტიკოსის ერთერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ასეთი სიტუაციების მართვაა, რათა კონსტიტუციის ფარგლებს არ გაცდეს პროტესტი. როდესაც ამ ელიტას არ შეუძლია კრიზისების მართვა, წინა პლანზე გამოდის საზოგადოება და ეს ძალიან სახიფათოა. იმიტომ, რომ საზოგადოებას ამის გამოცდილება არ აქვს და ეს ქაოსის წინაპირობას ქმნის. ჩვენ ამ ზღვარზე გავიარეთ.

აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როგორც კვირიკაშვილის, ისე თბილისის მერის და ღამის მერის გამოსვლები. ღამის მერი, სერგი გვარჯალაძე, ამბობდა, რომ სპეცოპერაციები დააზიანებს კონომიკის განვითარებას ქვეყანაში, კახა კალაძემ განაცხადა, არაფერ შუაშია ეს ყველაფერიო.

ერთადერთი ვინც ამ სიტუაციაში წარმატებულად გამოჩნდა, ეს იყო გიორგი გახარია, რომელსაც ჰქონია კრიზისების მართვის და მენეჯმენტის უნარი. გასაგებია, რომ ამას მოყვა მითქმა-მოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ მან შედეგი მიიღო და აგვაშორა სერიოზული გართულებები.

მედიაში და სოციალურ ქსელებში არ ცხრება საუბარი იმაზე, რომ „ქართულ მარშსა” და ნეონაცისტებს სხვადასხვა ჯგუფს, სუს-ი აკონტროლებს და ხელისუფლებამ ისინი პროტესტანტთა შესაშინებლად  და აქციის დასაშლელად ეფექტურად გამოიყენა. თქვენი დაკვირვებით, რამდენაც საფუძვლიანია ასეთი მტკიცება?

–  ასეთი ჯგუფები რომ არსებობენ, სამწუხარო რეალობაა, თუმცა ესაა რეალობა და თვალი უნდა გავუსწოროთ. ისინი მუდმივად, მკაცრად უნდა კონტროლდებოდნენ. გასაგებია, რომ შესაძლოა რაღაც დისკომფორტს გვიქმნიდნენ, მაგრამ ვერ ავკრძალავთ, თუ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

აკაკი ალაგარდაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In