საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ბაკალავრიატზე სწავლის ხანგრძლივობის 4 წლიდან 3 წლამდე, ხოლო მაგისტრატურაში 2-დან ერთ ან წელიწადნახევრამდე შემცირება იგეგმება.
უახლოეს პერიოდში იმ მიმართულებებისა და სფეროების ჩამონათვალი განისაზღვრება, სადაც სწავლის შემცირებულ ვადებში ბაკალავრები იმ საჭირო უნარ -ჩვევებს მიიღებენ, რისთვისაც აქამდე 4 წელი იყო განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა 3-წლიანი ბაკალავრიატის პროგრამებზე სწავლა შესაძლოა 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყონ.
ნინო ზარიძე