• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ქვე შენი ჭირიმე“ – ღვინო რაჭიდან პირდაპირ ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზე აღმოჩნდა

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მევენახეობა და მეღვინეობა — საქართველოს სოფლის მეურნეობის ის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.  8000 წლიანი კულტურა საფუძველს ოჯახის კერიდან იღებს. დღეს სწორედ ასეთ ფერმერს, ახალგაზრდა აკაკი სირაძეს  გაგაცნობთ, რომელიც მამა – პაპის მრავალწლიან ისტორიას აგრძელებს რაჭაში, სოფელ ბუგეულში და აწარმოებს ღვინოს ბრენდული სახელწოდებით „ქვე შენი ჭირიმე“

ახალგაზრდა მეღვინე ბრძანდებით, თუ ოცნებობდით ბავშვობიდან შეგექმნათ თქვენი ბრენდი, როდიდან დაინტერესდით მეღვინეობით?

– დიახ, ბავშვობიდან მიზიდავს ეს სფერო. მთელი ბავშობის განმავლობაში  ვხედავდი თუ როგორი სიყვარულით ექცეოდნენ ვაზს ბაბუა და მამა, ეს ყველაფერი ჩემშიც აისახა და მათი დამსახურებით ვისწავლე ვაზის და ვენახის სიყვარული, რომელსაც რათქმაუნდა დიდი შრომა სჭირდება.

თქვენს საქმიანობაში რამდენად გეხმარებიან და თუ არიან ჩართულნი ოჯახის წევრები? რას ნიშნავს მათი თანადგომა თქვენთვის…

– სანამ ამ საქმეს შევეჭიდებოდი ბევრს ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამეღო ასეთი  დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ჩემი ოჯახის მხარდაჭერის იმედი იყო. არ დაგიმალავთ და თავიდან ცოტა პესიმისტურად განეწყვნენ, მაგრამ როდესაც მათგან დაფარულად ჩამოვასხი პირველი ბოთლი და ვაჩვენე ემოციებს ვერ მალავდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით ბებო გამოირჩევა და ხარობს თითოეული დეტალით, ასევე ავღნიშნავ, რომ მამაჩემის მხარდაჭერის გარეშე ამ საქმეს ვერ დავიწყებდი.

როდის ჩამოისხა პირველად თქვენი ღვინო და როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების მთავარი ფორმულა?

– პირველი ღვინო  2017 წელს ჩამოისხა, რაჭული თეთრა და ცოლიკაური. წარმატება მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი მცდელობებით მიიღწევა. ბევრჯერ მქონდა ისეთი მომენტი როდესაც დიდ პრობლემას შევჯახებივარ, მაგრამ მონდომება და შრომა ყოველთვის მიგიყვანს საბოლოო მიზნამდე,  სწორედ ამას მივიჩნევ წარმატების მთავარ ფორმულად.

რამდენ დასახელების ღვინოს ამზადებთ და რითი გამოირჩევა ის სხვა ღვინოებისგან?

– ამ ეტაპზე, რამოდენიმე ჯიში მაქვს: ალექსანდროული-მუჯურეთული, რაჭული თეთრა, ცოლიკაური და საფერავი. სამომავლოთ ვგეგმავ ძველი რაჭული ჯიშების აღდგენას. რაც შეეხება ღვინოს,  ცოლიკაური გამოირჩევა სხვადასხვა ხილის არომატით. უფრო მკვეთრად კომშის ტონები იგრძნობა, რაც ამ ღვინოს გამორჩეულს ხდის.

„ქვე შენი ჭირიმე“ – ძალიან საინტერესო და რაჭისთვის სახასიათო სახელია, როგორ შეარჩიეთ, საიდან წამოვიდა სახელწოდების იდეა?

– ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. მოგეხსენებათ,  „ქვე შენი ჭირიმე“ რაჭისთვის დამახასიათებელი დიალექტური ფორმაა. ამ სახელით რაჭველები მიმართავდნენ მათთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს.  სამწუხაროდ დღეს იშვიათად თუ შევხვდებით ამ ფორმას რაჭაში. ასევე მაქვს , ერთი  პირადი ისტორიაც ამ სახელთან დაკავშირებით:  11-12 წლის ასაკში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბაბუას და მამას საქმიანობას, რომლებიც  რაჭულად ვიტყვი, ჭურებს რეცხავდნენ. ამ დროს ბაბუას  ჭურში ჩაუვარდა როგორც თავად  ეძახდა ჭურის საფხანი.  ჭურს იმდენად პატარა თავი ჰქონდა ზრდასრული ადამიანი მასში ჩასვლას ვერ მოახერხებდა.  მეც  იქვე საწნახელზე წამოსკუპებული ვიყავი,  ბაბუა მოვიდა და მითხრა: – „ქვე შენი ჭირი მე საქმე გამოგიჩნდაო“. მეც მეტი რა მინდოდა,  რამოდენიმე წუთში ჭურის საფხანი სამშვიდობოს გამოვიყვანე. იმ დღეს მოხდა ჩემი კიდევ უფრო მეტად დაახლოება ქვევრთნ და ეს სახელიც და ისტორიაც ღრმად  დაილექა ჩემს გონებაში. ამ წარსულის პატარა მომენტმა  და რაჭის სიყვარულმა  გადამაწყვეტინა ამ სახელით გამეცნო ჩემი პროდუქტი მომხმარებლისთვის.

სად შეიძლება შეძენა თვქენი ღვინოების?

– ამჟამად  ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზია ვინომანიასთან, რომელიც მდებარეობს კოტე აფხაზის 5/7 ში. სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო  გარემო და ძალიან კარგი ადამიანები. მომავალში,  გვაქვს გეგმაში ვითანამშრომლოთ სხვა ღვინის მაღაზიებთანაც

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ამ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?

– ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა, საქმის ცოდნა და საქმის სიყვარული. მაგრამ მხოლოდ  ეს ორი ვერ განაპირობებს წარმატებას,  პირველი და ალბათ ყველაზე  მნიშვნელოვანი მონდომება და მიზანისკენ სწრაფვის უნარია.

გავრცელდა ფოტო,  რომ „ქვე შენი ჭირიმე“ ბუგეულიდან პირდაპირ ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზე აღმოჩნდა, გილოცავთ! სასიხარულო ამბავია. მოგვიყევით ამ წარმატებაზე… თუ გეგმავთ სხვა ბაზრებზე გასვლას?

– დიახ, ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულო ამბავი იყო. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. გვაქვს დაინტერესება ინგლისიდან, მაგრამ მოგეხსენებათ არც ისე მარტივია პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

რა არის თქვენს საქმეში მთავარი მოტივატორი?

– ჩემი კუთხის, რაჭის წინა პლანზე წამოწევა. ასევე ახალგაზრდებში სოფლის და სოფლის მეურნეობის  პოპულიზაცია.  გამიხარდება თუ მცირე როლს შევასრულებ  მის განვითარებაში.

როგორც ვიცით ახალ ვენახს აშენებთ, მოგვიყევით თქვენს გეგმებზე…

– დიახ, ახალი ვენახი უკვე სამი წლის არის. როლემიც  გაშენებულია ერთ ჰექტარზე, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებით. სამომავლოდ ვგეგმავ წარმოების გაზრდას, რაშიც ეს ვენახი ძალიან დამეხმარება.

და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრებს რომლებთაც კრეატიული  იდეები აქვთ, მაგრამ არ იციან როგორ  განახორციელონ თავიანთი ოცნებები? როგორია თქვენი რეკომენდაციები…

– უყვარდეთ  და ბოლომდე მიიყვანონ საკუთარი საქმე. პრობლემები ყველა სფეროშია, მათ კი თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იბრძოლონ ოცნებების ასასრულებლად. მოკლედ, უნდა იყვნენ მოტივირებულები და აკეთონ საყვარელი საქმე.

 

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

თბილისის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარით იზრდება

12 years ago
ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება

მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო-კანონმდებლობა შეიმუშავა

9 years ago
“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

4 years ago
ბათუმი – ასე “ერთობიან” ბოლო ზარის დროს სკოლის მოსწავლეები – სოც-ქსელში შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება

ბათუმი – ასე “ერთობიან” ბოლო ზარის დროს სკოლის მოსწავლეები – სოც-ქსელში შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება

2 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by