• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი საქართველოში იმართება

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

17-19 ივლისს თბილისში  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი იმართება.  „OGP“-თვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველო  თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს  76 სახელმწიფოს აერთიანებს. ფორუმს ესწრებიან მონაწილე ქვეყნების დელეგაციები – უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები.

გლობალურ სამიტში საქართველოს ხელისუფლების სამივე შტოს პირველი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია  18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ბახტაძე გახსნის. სამიტი საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნება.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი და პარტნიორობის თანათავმჯდომარე სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბა.

საპრეზიდენტო მაღალი დონის პანელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შრი-ლანკის პრეზიდენტთან ერთად გახსნის. სამიტის მონაწილეებს, ასევე, მიმართავენ  ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი, სერბეთის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

გახსნის ღონისძიება „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, ასევე, პირველი ხელოვნური ინტელექტი რობოტი სოფია, რომელიც მოგვიანებით მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“.  სოფია „UNDP“-ის ორგანიზებით საქართველოს სპეციალურად „OGP“-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია.

„OGP“-ის მე-5 გლობალურ სამიტს  ორი დღის განმავლობაში მთაწმინდა უმასპინძლებს და იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკონფერენციო სივრცეებად გარდაიქმნება.

სამიტზე საქართველო წარადგენს „ღია მმართველობა − საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ ერთხმად იქნა მიღებული.

სამიტი 7 ენაზე ითარგმნება, ხოლო ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე სამიტის ოფიციალურ საიტზე ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტი ლაივსტრიმი გახსნის ცერემონიიდან.

ამასთან, ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიას პირველად ეყოლება სპეციალური საჭიროების მქონე დამსწრე პირებისთვის სურდო თარჯიმანი.

საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. ამ კუთხით სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვით; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობა და ანგარიშვალდებულება; მუნიციპალიტეტების ვალდებულებები და სხვა.

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგითი წევრი იყო, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გატარებული  რეფორმების შედეგად კი, თავის ისტორიაში პირველად გახდა 76 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს – აღმასრულებელ კომიტეტში ჩვენი  ქვეყანა იუსტიციის მინისტრმა  წარადგინა; „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.

2015 წლის 3 ივნისს თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

2016 წელს საქართველო საფრანგეთთან ერთად „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

2017 წელს საქართველო ერთი წლით „OGP“-ის 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და თავმჯდომარეობა  საფრანგეთისაგან გადმოიბარა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ის შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

პარკირების დარღვევისთვის საქართველოს ყველა რეგიონში დაჯარიმდებიან

პარკირების დარღვევისთვის საქართველოს ყველა რეგიონში დაჯარიმდებიან

9 years ago

წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ

13 years ago
ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა

10 years ago
გარე მოვაჭრეებს საარსებო მინიმუმს ართმევენ

გარე მოვაჭრეებს საარსებო მინიმუმს ართმევენ

11 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by