• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებაზე – რა რჩება აკრძალული?

8 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, საზოგადოება
A A
სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარებაზე – რა რჩება აკრძალული?
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რითიც გააუქმა ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც მოქმედებდა მარიხუანის მოხმარებისთვის. თუმცა პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როცა ასეთი ქმედება ხდება სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

ამ გადაწყვეტილებამდე მარიხუანის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა და  500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან 1-დან 6 თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა. თუმცა, მარიხუანას მოხმარების სრული ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე საკუთარ ბლოგზე წერს, მთავარი პრობლემა სიტყვა “მოხმარების” განმარტებაშია.

„2006 წლის შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით: „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ხდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევის გზით; პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური ან/და ლაბორატორიული (ქიმიო-ტოქსიკოლოგიური) გამოკვლევით დადასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი“. საერთო სასამართლოებიც სწორედ ამგვარად განმარტავენ “მოხმარებას” და არა მოხმარების პროცესს (მოწევას).“– წერს გიორგი მახარაძე.

მახარაძე ამბობს, რომ საერთო სასამართლოებზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მიდგომების, პრაქტიკის და ნორმის სწორად განმარტების მხრივ და მოხმარების პროცესი მიიჩნევა თუ არა სამართალდარღვევად, ამას სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს.

„მოცემულობა კი დღეს ასეთია: ბიოლოგიურ მასალაში თუ მარიხუანა აღმოგაჩნდათ, აღარ დაისჯებით (არც ჯარიმით, არც არაფრით); თუ სახლში ან სხვა ადგილას (გარდა  სასწავლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში,  აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ  ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ  ტრანსპორტში)) მოწევის პროცესში პოლიცია დაგადგათ თავს, სასამართლოს წინაშე მოგიწევთ წარდგომა, თუმცა სასამართლომ (წესით და რიგით) თქვენს სასარგებლოდ უნდა განმარტოს ადმინისტრაციული ოდენობის ფლობა, როგორც მოხმარება;

ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოგვარდება, თუ საქართველოს პარლამენტი, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანას ფლობისთვის გააუქმებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (ამაზე ირიბად საკონსტიტუციო სასამართლოც მიუთითებს, როდესაც გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ კანონმდებელმა უნდა შეიმუშაოს შესაბამის რეგულაციები, რათა დაიცვას გადაწყვეტილებაში ნახსენები ლეგიტიმური ინტერესები მარიხუანის მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან-ო).“ – წერს მახარაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტი გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე განმარტავს:

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა–შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  3. ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა–შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული).
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე.
  5. მარიხუანას შეძენა–შენახვა–კულტივირება მცირე ოდენობით, მოწევისგან განსხვავებით, ისევ ითვალისწინებს ჯარიმას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

სარჩელის ერთ-ერთი ავტორის ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ მარიხუანის მოხმარება არის ლეგალური, მაშინ მისი მოპოვების გზებიც ლეგალური უნდა გახდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა, გიორგი ლომთაძემ განმარტა, რომ თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პიროვნებას მოიხმაროს მარიხუანა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში მოხმარების აკრძალვა გამართლებული იქნება თუ მესამე პირის მიმართ მიყენების ზიანი არის მაღალი.

ნინი მაზიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშემ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშემ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

11 years ago
კათოლიკური სამყარო დღეს შობას ზეიმობს

კათოლიკური სამყარო დღეს შობას ზეიმობს

10 years ago
დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

1 week ago
რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?

რა განსხვავებაა გენერიკულ და ბრენდულ წამლებს შორის ფასის მიხედვით?

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by