• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, September 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს” –  Cosmos  შეძენა ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს” –  Cosmos  შეძენა ონლაინ მაღაზიის საშუალებით იქნება შესაძლებელი
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„კოსმო“ დეიდაშვილების სოფო მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც  2015 წელს შეიქმნა. გოგონების  საწყისი კაპიტალი 5 ლარი ლარი იყო, მაგრამ  სამი წლის შემდეგ  „კოსმოს“ აქვს სამი მაღაზია, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სახელოსნო და რაც მთავარია პროდუქციის „კოსმოსური“ არჩევანი. „თბილისი თაიმსს“   Cosmo-ს შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ სოფო მუხულიშვილი ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ შეიქმნა „კოსმო“?

– მე და თამუნა ზაფხულს ერთად ვატარებდით, ვთამაშობდით თოჯინებით და მათთვის ვკერავდით სხვადსხვა ლამაზ-ლამაზ ტანსაცმელს. ერთ ზაფხულს, სრულიად შემთხვევით   გავაკეთეთ ხელნაკეთი გულსაკიდი, რომელიც ძალიან მოგვეწონა.მაშინ ახალი იყო ხელნაკეთი ნივთები ქართულ ბაზარზე, ამიტომ ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა ფეისბუკის გვერდი და გვენახა, მოეწონებოდა თუ არა მომხმარებელს ჩვენი გულსაკიდები, ასე შეიქმნა „კოსმო“. ვქსოვდით ყელსაბამებს, ვქმნიდით სხვადასხვა ნივთს. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ხალხს ძალიან მოსწონდა, გადავწყვიტეთ  ამ საქმიანობისთვის ხელი სერიოზულად მოგვეკიდებინა.

საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი და რასთანაა დაკავშირებული?

– სახელი „კოსმო“ კოსმოსიდან წამოვიდა. გვინდოდა, გვქონოდა ბრენდი, რომელიც იქნებოდა გლობალური და ამოუცნობი, რომელიც მოიცავდა  და გააერთიანებდა ყველაფერს. ამას დაემატა ისიც, რომ პირველი ყელსაბამი კოსმოსის გამოსახულებით იყო.

სად არის შესაძლებელი „კოსმოს“ შეძენა ?

– თავიდან მხოლოდ ფეისბუკის გაყიდვებით შემოვიფარგლებოდით. გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა დავაგროვეთ და უკვე „კოსმოს“ დაფუძნებიდან ნახევარი წლის შემდეგ გავხსენით ჩვენი პირველი მაღაზია ვარკეთილის სავაჭრო ცენტრში. მომდევნო ცხრა თვეში კი კიდევ ერთი- გლდანის ფილიალი, იმავე პერიოდის შემდეგ, გავხსენით ასევე ქავთარაძის ფილიალი.  დღეს ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებისა და ფეისბუკის საშუალებით. ასევე   ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი. გარდა ამისა,უახლოეს მომავალში ვგეგმავთ შეიქმნება ვებგვერდი. მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოში პირველი ხელნაკეთი ნივთების ბრენდი ვიქნებით, რომელსაც აქვს სამი მაღაზია, სახელოსნო( ძალიან მალე, დაახლოებით ერთ თვეში  ვგეგმავთ ახალი აპარატურის დამატებას), ასევე გვექნება ონლაინ გაყიდვები და განვადება გარკვეულ ნივთებზე.  ასევე ვიღებთ სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ქუთაისსა და მესტიაშიც.

 

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია „კოსმოს“ შეძენა ყველასთვის?

– ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიგვიღია და ვართ თვითნასწავლები, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე და მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო ხარისხის დახვეწილი ნივთები. ჩვენი მიზანია, ის პროდუქცია შევთავაზოთ მომხმარებლებს, რაც მათ უნდათ რომ შეიძინონ საკმაოდ დაბალ ფასად. ხელნაკეთი ნივთი ზოგადად ძვირია როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ მაღალ სეგმენტზე, ძალიან გვინდა ჩვენი პროდუქციის ყიდვა შეეძლოს ნებისმიერ მომხმარებელს .

 

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

– წარმოება დავიწყეთ ყელსაბამებით, ბეჭდებით,  სამაჯურებით და მსგავსი აქსესუარებით. დაახლოებით ექვსი თვის წინ დავიწყეთ ტყავზე მუშაობა და ამ ეტაპზე გვაქვს ტყავის არტ-ჩანთები და ბლოკნოტები. უახლოეს მომავალში  ვგეგმავთ დავამატოთ მამაკაცების ხაზიც.

ვინ ქმნის „კოსმოს“?

– ამ ეტაპზე კოსმოში 15 ადამიანია დასაქმებული. მინდა ვთქვა რომ „კოსმოს“ გამორჩეული გუნდი ჰყავს, რომლის თითოეული წევრი ერთნაირად ვზრუნავთ მის განვითარებაზე. არ გვიყვარს ერთფეროვნება, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ დავამატოთ  და შევქმნათ ახალი ნივთები. ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესებს და მათი სურვილების მიხედვითაც  ვქმნით ახალ ნივთებს.  ნივთებს მე და თამუნა ვქმნით და ასევე სახელოსნოში დავიმატეთ ორი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ ხესა და ტყავზე.

რა გამოარჩევს კოსმოს სხვებისგან?

– ჩვენ ჩვენი მრავალფეროვნება გამოგვარჩევს და ჩვენი სერვისიც. თუნდაც ის. რომ ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს, გვაქვს ძალიან კარგი მომსახურება. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა-ჩვენი გუნდია. გარდა ამისა, გვაქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ჩვენია და სხვა არავინ ამზადებს. ასევე ხდება დაზიანებული პროდუქციის შეკეთება და გადაცვლაც, რაიმე ხარვეზის შემთხვევაში.

როგორია „კოსმოს“ სამომავლო გეგმები?

– როგორც უკვე აღვნიშნე, გვინდა, ახალ წელს სრულიად ბევრი სიახლით შევხვდეთ. ვგეგმავთ გაფართოვებას და გადავდივართ ახალ სახელოსნოში, რომელშიც აუცილებლად მოეწყობა შოურუმი. უახლოეს მომავალში დაემატება ონლაინ მაღაზია და ახალი პროდუქციაც. ასევე ძალიან გვინდა, გავიდეთ უცხოეთის ბაზარზე. ამ ეტაპზე ჩინეთში, ერთ-ერთი ქართული ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში წაიღეს ჩვენი რამდენიმე ნივთი. ასევე, სექტემბრის ბოლოს იქნება გამოფენა „ეთნოფესტი“ და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან გვინდა მუდმივად განვვითარდეთ და  სრულად ავითვისოთ საქართველოს ბაზარი.

მარიამ ლეკიაშვილი

Share7Tweet4

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

თბილისობასთან დაკავშირებით, “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 9 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე დაიხურება

11 years ago

სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

12 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

თბილისში 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გაიმართა

9 years ago
26 სექტემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

18 ივლისამდე ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს

9 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by