• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საერთაშორისო განვითარების ბანკები მდგრადი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საერთაშორისო განვითარების ბანკები მდგრადი ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად ერთიანდებიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13 ოქტომბერს აზიის განვითარების ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და
მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში გლობალურ
ინფრასტრუქტურულ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე
გაიმართა. ფორუმის მთავარი თემა მდგრადი, ხელმისაწვდომი და მედეგი ინფრასტუქტურის
განვითარებისთვის წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მათი
განვითარების პარტნიორებს შორის ტექნოლოგიური ბერკეტების გაძლიერებით
თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ინფრასტრუქტურის ფორუმზე ასევე განიხილეს წევრი
ქვეყნების მთავრობებისა და მათი პარტნიორების მიერ ინფრასტრუქტურული
პროექტებისთვის საჭირო სახსრების მოძიების საკითხი.
წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკების (სგბ) ხელმძღვანელებმა მწუხარება
გამოხატეს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე მომხდარი ტრაგედიის გამო და კიდევ
ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მედეგი, მრავალმხრივი და მდგრადი
ინფრასტრუქტურის შექმნას.
წელს გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმი პირველად ჩატარდა აშშ-ის
საზღვრებს გარეთ და ის ინდონეზიის ვიცე-პრეზიდენტმა იუსუფ კალამ გახსნა.
ბანკები თანამშრომლობის შემდგომ პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ:
• ტექნიკური დახმარებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაზრდა ცოდნის
გაზიარების მიზნით;
• ცოდნის გაზიარება საერთო ღონისძიებების ჩატარებით, რაც ხელს შეუწყობს საბანკო
პროდუქტების შექმნას;
• სგბ-ების თანამშრომლობის გზით მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა;
• მდგრადი ფინანსური რესურსის მობილიზება;
• მდგრადი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ხელშეწყობა;
• ინფრასტრუქტურისა და კადრების მომზადების სფეროებში ნაკლოვანებების
გამოვლენა, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ და ზღვაზე გასასვლელის
არმქონე ქვეყნებში, პატარა კუნძულებზე არსებულ განვითარებად სახელმწიფოებსა და
აფრიკის ქვეყნებში.
ინფრასტრუქტურის ფორუმმა კერძო სექტორში მოღვაწე ინვესტორებსა და გაეროს
წარმომადგენლებთან ერთად შეკრიბა ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები,
როგორიცაა აფრიკის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის
ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ინტერ-ამერიკული განვითარების ბანკი, საერთაშორისო
ფინანსური კორპორაცია, ისლამური განვითარების ბანკი, ახალი განვითარების ბანკი და
მსოფლიო ბანკი.
ფორუმზე ორი მთავარი სესია გაიხსნა – პირველზე მდგრადი ინფრასტრუქტურის
განვითარების ხელშემწყობი ტექნოლოგიები-მზის ენერგიის სისტემები, ბლოკჩეინები და
დიდი ინფორმაციული ბაზები განიხილეს. მეორე კი ინფრასტრუქტურაში კერძო ფინანსების
გაზრდის შესაძლებლობებს დაეთმო.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს ტექნოლოგიური პროგრესის მომხმარებლებამდე
მიტანის, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადების წარმატებული მაგალითების,
გლობალური ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებებისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის
განვითარებისთვის ინოვაციური კლიმატური გადაწყვეტილებების დაფინანსების გაზრდის
შესახებ.
ინფრასტრუქტურული განვითარება მსოფლიო მასშტაბის პრიორიტეტია. დედამიწაზე
დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, ხოლო 660
მილიონზე მეტს სუფთა დასალევი წყალი არ მიეწოდება. მსოფლიო საზოგადოების მდგრადი
განვითარების დასახულ მიზნებში ელექტროენერგიისა და სუფთა წყლის მიწოდება
პრიორიტეტების სიის სათავეში უნდა იდგეს. ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები,
როგორიცაა გაუმჯობესებული სატრანსპორტო სისტემებისა და ინოვაციური კლიმატური
გადაწყვეტილებების დაფინანსება, ინფრასტრუქტურული დეფიციტის აღმოფხვრას შეუწყობს
ხელს. ეს ასევე დადებითად იმოქმედებს კლიმატის ცვლილებებისა და ბუნებრივ
კატასტროფების წინაში მედეგი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული 13 განვითარების ბანკის საერთო
ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო განვითარების ბანკებისა და განვითარების
ფინანსური ინსტიტუტების მიერ 2017 წელს ინფრასტრუქტურის – ენერგიის, წყლის,
ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარების მიზნით გრძელვადიანი კერძო და
ინსტიტუციური საინვესტიციო თანადაფინანსების სახით 73.3 მილიარდი დოლარი იქნა
მობილიზებული, მაშინ, როდესაც 2016 წელს, ამ ციფრმა 68.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

რატომ არ კონტაქტობენ ჟურნალისტებთან „იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები?!

„იეჰოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის წარმომადგენლები ხალხის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებაზე საუბრობენ

11 years ago
„მადლობა უფალს, რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა… ახლა, ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ…“ – სვანეთში გიორგი ვიბლიანს გლოვობენ

„მადლობა უფალს, რომ შენი ცხედარი დაგვიბრუნდა… ახლა, ყველა ჩაგიხუტებთ და ისე გაგიშვებთ…“ – სვანეთში გიორგი ვიბლიანს გლოვობენ

2 years ago
ტრანსი ქალის გენდერის მარკერი “მამრობითიდან” “მდედრობითით” შეიცვალა

ტრანსი ქალის გენდერის მარკერი “მამრობითიდან” “მდედრობითით” შეიცვალა

6 years ago
საქართველო  მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველო მეცნიერების განვითარებისთვის იაპონიასთან თანამშრომლობას იწყებს

8 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by