• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე-“ნიკა გვარამიას გამონათქვამი იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ნიკა გვარამიას გამონათქვამი არ იყო უბრალო მეტაფორული გამონათქვამი, ეს იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე დღეს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაყენებ მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ მათ შეაფასონ ნიკა გვარამიას ეს განცხადება“ – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს იქნება მათი შეფასების ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ან ისინი მოახდენენ თვითლუსტრაციას ძალიან მძიმე ფორმით, ან ისინი ერთხელ და სამუდამოდ სწორად და ადეკვატურად შეაფასებენ იმ გამონათქვამს, რომელიც გააკეთა ნიკა გვარამიამ.

„ჩვენ როცა ვამბობთ რომ ეს არის ფაშისტური განცხადება, ამას აქვს ძალიან კონკრეტული საფუძველი და ამაში ალბათ მთელი საზოგადოება დაგვეთანხმება. ფაშიზმი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების მოკვეთა ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის სფეროდან. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ეფუძნება ადამიანის ღირსების ტოტალულ შელახვას. როდესაც ასეთ განცხადებას არ აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა იყვნენ თეორიულად ეტალონები ამ სფეროში და ტონის მიმცემები სხვებისთვის, ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლამდე განვითარებული პროცესები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უმძიმეს დანაშაულებს, რისი თანამონაწილეც იყო ნიკა გვარამია, კონკრეტულ ადამიანებს კვეთდა ეკონომიკის, კულტურის და პოლიტიკის სფეროდან და ამაზე ჩუმად იყვნენ ზუსტად ის არასამთავრობო ორგანიზაციები. მისივე თქმით, ეს აღარ უნდა განმეორდეს.

„ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა შემოქმედებითი მოღვაწეების გამიჯვნა ჩარეცხილებად და არა ჩარეცხილებად, როგორ ხდებოდა მათი მოკვეთა კულტურის სფეროდან, გახსოვთ, როგორ იდევნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით მაშინ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და რა მეთოდებს უპირისპირებდა მაშინ 2012 წლამდე რეჟიმი. 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ის დანაშაულები, რომლებსაც ჩადიოდა ეს რეჟიმი, გახსოვთ თუ რამდენად აქტიური იყო მაშინ არასამთავრობო სექტორი, შეგიძლიათ შეადაროთ ეს ყველაფერი დღევანდელ ვითარებას, ხომ არის აბსოლუტური ცა და დედამიწა. ნიკა გვარამიამ გააკეთა ბოლშევიკური განცხადება და როდესაც ამას არა მარტო ნეგატიურად არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ უფრო მეტიც, შემდეგ მხარდაჭერას უცხადებს, ეს არის უფრო მეტი ვიდრე შემაშფოთებელი. როდესაც საუბარია ადამიანების მოკვეთაზე კულტურის სფეროდან, ეკონომიკის სფეროდან და პოლიტიკის სფეროდან და თუ ამას არ აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

50 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები სომხეთის მოქალაქეს უკანონოდ შემოჰქონდა

50 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები სომხეთის მოქალაქეს უკანონოდ შემოჰქონდა

11 years ago

ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

12 years ago

პროკურატურა დავით ახალაიას ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12 years ago
იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები COVID19-ით აღარ კვდებიან – იმნაძე

იქ, სადაც არიან აცრილი, ადამიანები COVID19-ით აღარ კვდებიან – იმნაძე

5 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by