საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი. ამის შეესახებ გაზეთი The New York Times-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერ-რიადი აპირებს განაცხადოს, რომ ასარიმ მუჰამედ ბენ სალმანისგან მიიღო ბრძანება მოეტაცა ჰაშაღი თურქეთიდან და საუდის არაბეთში დაკითხვაზე ჩაეყვანა, თუმცა გენერალმა ან არასწორად გაიგო მემკვიდრე პრინცის ინსტრუქცია, ან გადააჭარბა მინიჭებული უფლებამოსილება.
ეს ვერსია საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცისგან ეჭვმიტანილობას მოხსნის. ასარიმ საუდის დაზვერვაში მუშაობა შარშან დაიწყო. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის იტყვის, რომ ოპერაციაში ასარის „საკუთარი ნიჭების გამოვლენა“ სურდა.
ჯამალ ჰაშაღი, რომელიც ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამორჩევა 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ გაუჩინარდა.
წყარო:imedinews.ge