• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალი ფორმულირების მიხედვით, 2019 წელს მუნიციპალიტეტები მიიღებენ 107 მილიონი ლარით მეტს, ვიდრე მათ ჰქონდათ შემოსავლის, მხარდაჭერისა და დაფინანსების სახით მიმდინარე წელს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, დეცენტრალიზაციის რეფორმაზე საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფისკალური დეცენტრალიზაცია.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ამისთვის ჩვენი ინიციატივაა ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, რომლითაც საქართველო შეუერთდება კიდევ ერთ დიდ ევროპულ დოკუმენტს თვითმმართველობის საკითხებში. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში, რომელსაც განვიხილავთ, გვაქვს პროგრამა, რითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამარტივდება და გაძლიერდება მოქალაქეების ჩართულობა.

მინდა, გითხრათ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იმ ამოცანების სრულყოფისთვის, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, იმისთვის რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს. როგორ გახადოს უფრო უკეთესი გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება. ეს არის 2019 წლის ბიუჯეტის ხაზგასასმელი სიახლე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, თვითმმართველობის კომიტეტმა 2019-2022 წლებში რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა მოითხოვა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია.

„ასევე მნიშვნელოვანია მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაცია. ამ მიმართულებით 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ორმოცდაერთი მილიონი ლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება წინა წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს. კომიტეტისთვის ცხადია, პრინციპული საკითხია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონის შესრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში შეტანილია რეკომენდაცია სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ. როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, სკოლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 120 მილიონი ლარი.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომელმაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წინადადებები სრულფასოვნად გაითვალისწინა.

ზაზა გაბუნიამ ისაუბრა ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, ხელშეკრულება გაფორმდა კონტრაქტორთან, რომლის მიხედვითაც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე სამუშაოები განახლდება.

„ჩვენ იქ მივიღებთ მაღალი დონის კომფორტულ გზას. ამავდროულად, საერთაშორისოსთანერთად, აღდგენილი იქნება რეგიონული და მუნიციპალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ ხიდებს, გვირაბებს. ამ გეგმების განხორციელება ნიშნავს მეტ გაზიფიცირებულ დასახლებას, გაუმჯობესებულ წყალმომარაგებას, უკეთეს საცხოვრებელ გარემოს, მოქალაქეთა მეტ მონაწილეობას საკუთარი პრობლემების, საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში, რაც გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხია, როდესაც ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე და მოქალაქის როლზე“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

BBC: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და ჩინეთს აკისრებს

BBC: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობას რუსეთსა და ჩინეთს აკისრებს

9 years ago
„ციდან, მზამზარეულის სახით არაფერი ვარდება და ყოველივეს თან ახლავს მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს“

„ციდან, მზამზარეულის სახით არაფერი ვარდება და ყოველივეს თან ახლავს მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს“

13 years ago
მოგზაურობის დროს ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს – ჯანმო​

მოგზაურობის დროს ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ უნდა იყოს – ჯანმო​

5 years ago
ქალი, როგორც გარემოებების მსხვერპლი

ქალი, როგორც გარემოებების მსხვერპლი

7 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by