• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, December 16, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის შემდგომ განვითარებას

7 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის შემდგომ განვითარებას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია იურიდიული დახმარების სფეროში შესაბამისი წინსვლის უზრუნველყოფა და ესეც არის, იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო მასშტაბის კონფერენციის თბილისში ჩატარება იმის ნიშანია, რომ საქართველო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ აღიარებულია, როგორც ერთერთი წამყვანი ქვეყანა რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ მიღწეულ წინსვლასა და დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.

„გასული წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვართ რეგიონის ლიდერი, როგორც დემოკრატიული, ისე ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარების თვალსაზრისით. და, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება სამართლის სისტემის სფეროში და რომელიც ხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში. გასული წლების განმავლობაში ჩვენ გავატარეთ მთელი რიგი რეფორმები იმისათვის, რომ შედეგად მიგვეღო უფრო დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა. საქართველოში გატარდა რეფორმების სამი ტალღა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ამ რეფორმების შედეგები არის ხელშესახები. სასამართლოს სტატისტიკა ადასტურებს, რომ ამ რეფორმების პირდაპირი ბენეფიციარია ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელთა უფლებები დღეს არის ბევრად უკეთ დაცული, ვიდრე ეს იყო ამ რეფორმების გატარებამდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს მუშაობა მიმდინარეობს მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განსახორციელებლად.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, პარლამენტის წარმომადგენლები ვმუშაობთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად და დარწმუნებული ვართ, რომ რეფორმის მეოთხე ეტაპი იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც იყო რეფორმის წინა სამი ეტაპი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა უწყება – იურიდიული დახმარების სამსახური უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ავტორიტეტული, დამოუკიდებელი სტრუქტურა, რაშიც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს პარლამენტმა.

„ესეც არის, რა თქმა უნდა, იმ რეფორმების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უწყებაა, მხოლოდ 12 წლიანი გზა განვლო ამ უწყებამ თავისი საქმიანობის, ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი სტრუქტურა, რაც არის, ჩვენი ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საქართველოს პარლამენტი, ვიცით, რომ განსაკუთრებულ და წამყვან როლს ასრულებს ამ თვალსაზრისით.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დემოკრატიული სისტემის განმტკიცების კუთხით.

„საკონსტიტუციო რეფორმა ასევე მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციები იყოს უკეთ შესრულებული. გარდა იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე ჩამოყალიბდა დახვეწილი ხელისუფლების დანაწილების სისტემა, რაც პირდაპირ აისახება, ბუნებრივია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზეც, ცალკე უნდა გამოიყოს ის, რომ შეიქმნა მთელი რიგი ახალი გარანტიები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისთვის, ეფექტიანობისთვის, პროკურატურის ეფექტიანობისთვის, ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწისთვის და ასევე, დაიხვეწა კონსტიტუციის მეორე თავი, რომლითაც არის მოწესრიგებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. კიდევ უფრო განმტკიცდა საპროცესო ძირითადი უფლებები, კონსტიტუციის დონეზე და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც კონსტიტუციის დონეზე ძირითადი უფლებების რანგში არის გარანტირებული ადვოკატთა თვით ორგანიზების უფლება. რა თქმა უნდა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დამატებით შეუწყობს ხელს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას და ასევე, ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების სისტემის შემდგომ განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლო დაცვის გარანტიები და ძირითადი უფლებების რეალიზება არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანთა ფინანსურ შესაძლებლობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა ქმნიდეს კონკრეტულ პირობებს კონსტიტუციური გარანტიების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველყოფისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა.

„არიან ადამიანები, რომლებიც, ბუნებრივია, არიან მოკლებულნი იმის ფინანსურ შესაძლებლობას, რომ უზრუნველყონ თავისთვის იურიდიული დახმარება და ამისათვის, არის საჭირო სახელმწიფოს განსაკუთრებული ჩარევა. სახელმწიფო უნდა ქმნიდეს კონკრეტულ პირობებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციური გარანტიების ეფექტიანი რეალიზება. ამისათვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობა, მისი რეგულარული დახვეწა და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეხება კონკრეტულად იურიდიული დახმარების სამსახურს. აქ რამდენჯერმე უკვე აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი უწყება. ის არ არის დაქვემდებარებული არცერთ სხვა სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც ქმნის ამ სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობას. საქართველოს პარლამენტი ასევე კანონით განსაზღვრავს სამსახურის მანდატს.

ჩვენ გავაფართოვეთ ამ წლების განმავლობაში სამსახურის მანდატი და დღეს იურიდიული დახმარების ბენეფიციარია დაუცველი ჯგუფების ფართო სპექტრი. ეს მოიცავს არასრულწლოვან ბრალდებულებს, მსჯავრდებულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დევნილებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოქალაქეთა კატეგორიებისა, რომლებიც სარგებლობენ დღეს საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიწოდებული სერვისებით. ბენეფიციართა წრის გაფართოვების თვალსაჩინო მაგალითია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იურიდიული დახმარების სამსახური უფასოდ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას არა მარტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ, არამედ, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლსაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების საფუძველზე არა მარტო ოჯახში ძალადობა, არამედ ოჯახის მიღმა ძალადობაც გახდა იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის ერთ-ერთი საგანი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო.

ასევე, ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურების გავრცელება არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირებისთვისაც ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დამკვიდრდა აბსოლუტურად ახალი სტანდარტი არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისა და მათი უფლებების, მათ შორის, დაცვის უფლების ეფექტიანი რეალიზაციის თვალსაზრისით. დღეისათვის იურიდიული დახმარების მომსახურება არის ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რაც თავისთავად უკვე მეტყველებს იმაზე, რომ იურიდიული დახმარების სამსახური არის ძალიან ეფექტიანი უწყება საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა იურიდიული დახმარების სამსახურის სათანადო დაფინანსებით უზრუნველყოფა. მისივე განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლი სამსახურის პარლამენტთან ანგარიშვალდებულებაში გამოიხატება.

გასულ წელს პარლამენტმა სამსახურს მიმართა რეკომენდაციით ხარისხის შეფასების სისტემისა და სამსახურის რესტრუქტურიზაციის თაობაზე, რითაც სამსახურმა უნდა უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს, საბჭოს წევრებს, თანამშრომლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In