• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტით პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტომ მიმართა. სანქციები და თავისუფლების აღკვეთის ვადები იზრდება კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ მუხლებზე, როგორიცაა: გაუპატიურება (მუხლი 137), სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 138), სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (139), სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან (მუხლი 140) და გარყვნილი ქმედება (მუხლი 141).

გაუპატიურებასთან დაკავშირებული დანაშაული დღეს 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი პროექტით, აღნიშნულ ქმედებზე სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება, ხოლო 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე და 15-დან 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება აღნიშნული მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

კოდექსის 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას ეხება, რაც თავის მხრივ გულისხმობს მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტს გაუკუღმართებული ფორმით, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სადღეისოდ აღნიშნული დანაშაულთან მიმართებაში გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6-წლამდე. შსს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, სანქცია 6-დან 8-წლამდე იზრდება. ამასთან, იგივე ქმედების განმეორების და დანაშაულში დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, თავისუფელბის აღკვეთის ზომა იქნება 8-დან 10-წლამდე, 10-დან 13-წლამდე, 15-დან 20-წლამდე (საუბარია 138-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებზე).

2-დან 3-წლამდე იზრდება სანქცია სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულებაზე. აღნიშნულ დანაშაულში იგულისხმება სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების, ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით. პროექტის თანახმად, 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის მიმართ ჩადენა.

სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სადღეისოდ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ამ დანაშაულისთვის სანქცია 5-დან 7-წლამდე პატიმრობა იქნება.
კიდევ ერთი მუხლი, რომელთან მიმართებაში სანქციის გაზრდაა დაგეგმილი, გარყვნილი ქმედებაა. ეს განიმარტება როგორც ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. შსს-ს კანონპროეტის თანახმად, სანქცია ამ დანაშაულზე იქნება თავისუფლების აღკვეთა, ვადით 5-დან 7 წლამდე.

“კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს ზედმეტად ლიბერალური მიდგომა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციების სახესა და ზომასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ წარმოიშვა აუცილებლობა, გამკაცრებულიყო თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწუინებული სანქცია”, – განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

06.1013

Tags: სქესობრივ ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება
ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

პრობაციის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

13 years ago
“მოზელილა”-ნამუშევრები, რომლებსაც მრავალ(ფეროვნება) გამოარჩევს

“მოზელილა”-ნამუშევრები, რომლებსაც მრავალ(ფეროვნება) გამოარჩევს

7 years ago

ზანდუკელის ქუჩაზე, სადაც მოზარდი გააუპატიურეს, მოსახლეობა უცხოელების გასახლებას ითხოვს

12 years ago

LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by