საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური დღის წესრიგი. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ შეხვედრას ნიდერლანდელ კოლეგასთან, რომელიც მომავალ კვირას მილანში, ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგები.