მოქალაქეები იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის გაყიდვას აპროტესტებენ. ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, რომ არ დაუშვან სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება. პოლიციამ იუსტიციის სახლში შესასვლელი გადაკეტა.
„ლიბერალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით , იუსტიციის სახლში შევიდა ემზარ კვიციანი და ზვიად ტომარაძე, რომლებიც, სავარაუდოდ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობას ხვდებიან.
„რა თქმა უნდა, სრულიად საქართველო უნდა დადგეს ფეხზე. მე ვპირდები ხელისუფლებას, თუ პოლიტიკურ ბერკეტებს არ გამოიყენებენ, აუცილებლად გადაიქცევა საყოველთაო, სახალხო, ეროვნულ აჯანყების აქტში და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვთ მონიჭებული უფლება, აჯანყდეს“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.