• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გრემი-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველი, 24-საათიანი უფასო ცენტრი

8 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გრემი-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პირველი, 24-საათიანი უფასო ცენტრი
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღევანდელ რეალობაში, ბევრი ფიქრობს, რომ დასჯა გამოსავალია. დასჯა გამოსავალია ნებისმიერ შემთხვევაში. არც თუ ისე ბევრი, თავს იმ ადამიანის ადგილზე წარმოიდგენს, რომელიც დამოკიდებულია სიცოცხლისთვის სახიფათო სხვადასხვა ნივთიერებაზე. ეს მცირე რიცხვი ცდილობს ამ ადამიანების რეაბილიტაციას ნაცვლად იმისა, რომ, „დამნაშავის სტატუსმა“, მათ ყოველდღიურობაში ხელი შეუშალოს.

„თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს პასუხობს ირმა კახურაშვილი – სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, კომუნიკაციების მენეჯერი პროექტისა „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ (პროექტი ხორციელდება საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომას“ ბაზაზე).  

როგორია გრემის სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის ისტორია?

კახეთში, სოფელ გრემში არსებული ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ემსახურება. ჩვენს რეალობაში, ეს არის პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ცენტრი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და, რაც მთავარია, უფასოა. აქ მოხვედრა, სქესის მიუხედავად, ნებისმიერ მსურველს მხოლოდ ორი ძირითადი პირობით შეუძლია – მას უნდა ჰქონდეს მოხსნილი ფიზიკური დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, ან რომელიმე ფსიქო-აქტიურ ნივთიერებაზე. ასევე, უნდა ჰქონდეს სურვილი იმისა, რომ იყოს ფხიზლად.

„გრემის ცენტრის“ ძირითადი კონცეფციაა, დაეხმაროს დამოკიდებულების მქონე ადამიანს ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევაში როგორც პროგრამით „12 ნაბიჯი“, ისე – არტ-და შრომითი თერაპიებით. გრემში ჩასვლა და გრემიდან წასვლაც ემყარება ნებაყოფილობითობის პრინციპს. თუმცა, თუ ადამიანმა მყარად გადაწყვიტა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლა გრემში, აქ დარჩენის ვადებს ის სპეციალისტებთან ერთად განსაზღვრავს. გრემის ცენტრში ბენეფიციარს შეუძლია, დაჰყოს სამ თვემდე: საჭიროების შემთხვევაში – უფრო ნაკლები, ან – ცოტა მეტი.

ცენტრის ბენეფიციარის სიფხიზლეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი – სპეციალურად მომზადებული ინსტრუქტორები, ფსიქოლოგი, არტთერაპევტები.

ცენტრის დაარსებიდან დღემდე, აქ უკვე გაიარა რეაბილიტაცია 30-ზე მეტმა ადამიანმა. ჯერჯერობით – მხოლოდ მამაკაცებმა, რადგან ცენტრისთვის ქალ მსურველს არ მიუმართავს. ცენტრი არ ემსახურება არასრულწლოვნებს.

გრემის ცენტრის კოორდინატორი გახლავთ ვაჟა კასრელიშვილი, პროფესიით – ექიმი. ცენტრის გახსნის იდეა მას ჯერ კიდევ 2001 წელს გაჩენია მას შემდეგ, რაც პოლონეთში მსგავსი სარეაბილიტაციო დაწესებულებების ქსელი უნახავს. შემდეგ, უკრაინაში ერთ-ერთი მივლინების დროს, დაბა ზნამენკის სარეაბილიტაციო ცენტრშიც მოხვდა და იქაურ ბენეფიციარებთან ერთად ორი კვირა დაჰყო. დარწმუნდა, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოსთვის, სადაც მსგავსი ტიპის სერვისები, პრაქტიკულად, არ არის გავითარებული და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ დღის ცენტრებს მოიცავს, აუცილებელი იყო.

აქვე, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 52 ათასამდე პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელია, 22 ათასი ოპიოიდების მომხმარებელი, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომომხმარებლებისა და მარიხუანას მომხმარებლების რიცხვი კი არც ვიცით. ქვეყანაში არ გახორციელებულა სრული დეკრიმინალიზაცია. მაშასადამე, კანონით, მომხმარებელი კვლავ მიიჩნევა დამნაშავედ, რომელსაც ხელისუფლება არ ცნობს დაავადებულ პირად, არ აღიარებს მისი ჯანმრთელობის უფლებებს, არ სთავაზობს ხელმისაწვდომ და ფართომასშტაბიან სამკურნალო, მით უფრო – მრავალფეროვან სარეაბილიტაციო პროგრამებს, როგორც ეს სხვა ცივილიზებულ ქვეყნებშია.

დღეს გრემის ცენტრი პროექტის „აღმოვფხრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად“ ერთ-ერთი ნაწილია. ცენტრი მთელი დატვირთვით 2016 წლიდან ამოქმედდა. მანამდე კი მისი შენობა „თანადგომამ“ საკუთარი  სახსრებით, კერძო პირისგან შეიძინა. ნელ-ნელა გაიმართა შენობის ინფრასტრუქტურა,  კეთილმოეწყო და გახდა კომფორტული. შენობა სამსართულიანია. მესამე სართულზე ჯერ კიდევ იგეგმება ბიბლიოთეკისა და სპორტული აქტივობებისთვის სივრცის მოწყობა. ამისათვის ვეძებთ დონორს. ასევე, ევროკავშირის დახმარებით, ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ნაგებობა, სადაც ბენეფიციარები თიხაზე მუშაობენ.

პროექტის ძირითადი მიზანი დამოკიდებული ადამიანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. ამ შესანიშნავი წამოწყების ფინანსურ მხარდაჭერას ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰოლანდიური საქველმოქმედო ფონდი „შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (AIDS Foundation East-West, AFEW) უზრუნველყოფს. ვაჟა კასრელიშვილი კი დღესაც ამ პროექტის კოორდინატორია. გრემი და გრემელები მეც მისი დახმარებით, ჩემი პროფესიული დაინტერესების დროს გავიცანი. ვაჟას, ამ არაჩვეულებრივ და მშრომელ ადამიანს, მომავალშიც აქვს დაგეგმილი გრემის გაძლიერება. გეგმავს სხვადასხვა მეურნეობის გამართვას, მაგალითად, მეფუტკრეობის და მეფრინველეობის გავითარებას, რადგან, ადრე თუ გვიან, პროექტი დასრულდება და ცენტრს საკუთარი თავის შენახვა მოუწევს.

რა გარემოებებმა განაპირობა ამ ტიპის ცენტრის შექმნის საჭიროება?

გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი სათემო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაა. აქ დასაქმებულები არიან ყოფილი მომხმარებლები. სარეაბილიტაციო პროგრამას უძღვებიან ისინი, ვინც დამოკიდებულება დაამარცხა, გაიარა ეს რთული გზა და ახლა შეუძლია, სხვასაც დაეხმაროს ამაში. ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, სადაც დეტოქსიკაციას გაივლი და „ლომკას“ მოგიხსნიან. აქ ცდილობენ, რომ უარი თქვა მოხმარებაზე და თუ ბოლომდე ვერ იტყვი, მაშინ, რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნო სიფხიზლე. ყველა სერვისი სწორედ ამაზეა მომართული – კითხვა იქნება ეს, თემატური ფილმის ყურება, არტთერაპია, ფსიქოლოგთან მუშაობა, მიწის დამუშავება, თუ – თავისუფალ დროს, უბრალოდ, შენს განვლილ ცხოვრებაზე ფიქრი და მისი გადაფასება.

გრემში ადამიანი წყდება იმ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს, იყოს მომხმარებელი. ნარკოტიკების, ან ალკოჰოლისადმი მაპროვოცირებელი მომენტები მინიმუმდეა დასული. გრემი იმედია იმისა, რომ ცენტრიდან გასული პირი დაუბრუნდება ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, გახდება მათთვის საჭირო და სასარგებლო, აღადგენს საკუთარი ძალებს, უნარებს და იგრძნობს თავს არა „ვიღაც ნარკამანად და ალკოჰოლიკად“, არამედ ადამიანად.

ამ ცენტრის საჭიროებაც აქედან მოდის. სამყარო მიმართულია ჰუმანიზაციისკენ და არა – ადამიანების დასჯისკენ. დასჯა არ ხსნის არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, არ უბიძგებს ადამიანს ფხიზელი ცხოვრებისკენ. დასჯა არ არის რემისიის გარანტია. დამოკიდებულებასთან გამკლავება სხვა მიდგომებს მოითხოვს და ეს მიდგომები მრავალნაირია, ეფექტიანიც.

საქართველოში წამალდამოკიდებულებას მხოლოდ ორი მეთოდით მკურნალობენ – დეტოქსიკაციითა და ჩანაცვლებითი თერაპიით. ეს უკანასკნელიც, კონკრეტულად,  ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რის მერეც სახელმწიფო გთავაზობს ორ-სამკვირიან ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, რაც არ ითვალისწინებს ბენეფიციართან 24-საათიან კომუნიკაციას. ასეთი რეაბილიტაცია საკმაოდ უშედეგოა და უფრო – ფორმალური ხასიათის.

გრძელვადიანი, სადღეღამისო დაკვირვებით, ბენეფიციარს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გავლა მხოლოდ გრემში შეუძლია.

მსოფლიო პრაქტიკა უკვე მრავალი წლის მანძილზე ადასტურებს, რომ დამოკიდებულებასთან მებრძოლ ადამიანებში საუკეთესო შედეგები სწორედ გრძელვადიანი რეაბილიტაციით და, თანაც, ქალაქგარეთ არსებულ ცენტრებში მიიღწევა.

ვფიქრობ, ჩვენ მოვესწრებით დროს, როდესაც სახელმწიფო გამოიჩენს ნებასა და ინიციატივას, გახსნას მსგავსი ცენტრები. ამას მოიტანს დეკრიმინალიზაცია, რომელიც ბუნებრივად და უფრო ხილულად წარმოაჩენს ასეთი ცენტრების საჭიროებას. საჭიროება ახლაც არსებობს, მაგრამ სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო, გვერდს უქცევს ამ საკითხს. არადა, გამართული, კარგად აწყობილი სარეაბილიტაციო სისტემა ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ასეთი ტიპის სერვისები, ებრძოლოს თავის დაავადებას და დაუბრუნდეს საზოგადოებას. დღევანდელი რეპრესიული კანონმდებლებით, ამ ადამიანებს კიდევ უფრო ვრიყავთ იმ ნაპირზე, საიდანაც, შესაძლოა, ვეღარასდროს დაგვიბრუნდნენ.

რა მიზნებზეა ორიენტირებული ცენტრი?

ცენტრის მიზანია საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – დამოკიდებულ პირთა მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. ცენტრი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ იქედან გამოსული ადამიანი საბოლოოდ იტყვის უარს ნარკოტიკების, ან – ალკოჰოლის მოხმარებაზე. მაგრამ ცენტრის პროფესიონალთა გუნდი, სხვადასხვა მეთოდოლოგიით, ეცდება, გაააზრებინოს ადამიანს, რომ გამოფხიზლება, ფხიზლად ცხოვრება და სიფხიზლის შენარჩუნება პოზიტიური ცვლილებების მომტანია მისთვის და სოციუმისთვის. საბედნიეროდ, ცენტრს, უმეტესად, მიმართავენ ის ადამიანები, ვისაც სიფხიზლის სურვილი აქვს, ვინც აცნობიერებს იმ რისკებსა და საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლება დადგეს.

ცენტრის ყველა ბენეფიციარი რეჟიმულად ცხოვრობს. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე აქტივობაშია ჩართული. მას აქვს დრო და ყველა პირობა ფიქრისთვის.

რატომ იკავებენ თავს ის ადამიანები, ვინც საჭიროებენ ამ ტიპის მომსახურებებს იმისგან, რომ მიმართონ შესაბამისი დანიშნულების ცენტრს?

კარგი კითხვაა, რადგან ცენტრში, ერთდროულად, 12 ბენეფიციარი არასოდეს ყოფილა. ჩემი აზრით, ორ მთავარ მიზეზთან გვაქვს საქმე: პირველი – გრემის შესახებ ბევრმა მომხმარებელმა არც იცის. ჩვენ ახლა ვცდილობთ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევას და ვამბობთ ყველგან: გრემი არ არის მითი, ის რეალობაა! მეორე მიზეზად მიმაჩნია საზოგადოდ ფსიქო-რეაბილიტაციის კულტურის არარსებობა. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ საკმარისია ადამიანმა აბსტინენციის სინდრომი სტაციონარში მოიხსნას და ეს მისთვის საკმარისი იქნება. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა არ განაპირობებს იმას, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც აღარ არსებობს. აუცილებელია მკურნალობის კიდევ ერთი რგოლი – ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, რომელიც, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, მით უკეთესი. ბევრ ქვეყანაში ასეთ ცენტრებში არსებობს ექვსთვიანი სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მართლაც კარგ შედეგს იძლევა.

რა იგეგმება სამომავლოდ ცენტრთან დაკავშირებით?

გრემს ბევრი გეგმა აქვს: ინფრასტრუქტურის მოწყობა, მესამე სართულის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე – არსებული შტატის გაძლიერება და მათი უწყვეტი პროფესიული გავითარება. ცენტრი გააგრძელებს თიხის ნამუშევრებზე მუშაობას და ეცდება, რომ მეურნეობის გავითარებაზეც იზრუნოს. მთავარია, ცენტრმა უზრუნველყოს მდგრადობა, რისთვისაც ეცდება, მოლაპარაკება და საქმიანი კომუნიკაცია დაამყაროს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

მარიამ ტილეიძე

Share4Tweet2

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს

მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს

7 years ago

თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე

13 years ago
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო

7 years ago
აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

აპრილში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი კვლავ შემცირდა

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by