ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ აფხაზავამ. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ფასეულობებსა და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე.
ნიკოლოზ აფხაზავამ ასევე მიმოიხილა თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
ღონისძიებაზე,რომელსაც ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მალაიზიის სახელმწიფო უწყებების, მას-მედიის, ბიზნეს-ასოციაციების, მალაიზიური კომპანიების, განათლების, კულტურის სფეროების და ქართული დიასპორის წარომადგენლები, ასევე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.