• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი” და  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები არიან. გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულინარიის ფედერაცია და  კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო  „გასტრონავტი”.

გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or  პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ გახსნეს.

გამოფენაზე საქართველო  11-მა ახალგაზრდა მზარეულმა შეფმზარეულის, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინა და გამოფენის სტუმრებს ქართული კერძები და ავთენტური ინგრედიენტები გააცნო.

„ჩვენ  გავხდით დიდი კულინარიული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ქართულ სამზარეულოს უკვე პროფესიონალები წარადგენენ  და მსოფლიოს გააცნობენ იმ მაღალი სტანდარტით, რასაც Syrha და Bocuse d’Or ითვალისწინებს“, – განაცხადა დავით ტყემალაძემ.

გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მზადდება და ვიზიტორებს საშუალება აქვთ  მომზადების პროცესს  დაესწრონ და დააგემოვნონ ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა  ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი და ა.შ. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ღვინის დეგუსტაციისთვისაც.

ქართული სტენდზე კერძები  Bocuse d’Or -ის პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ დააგემოვნა. ქართულ სტენდს სტუმრობდა  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეული, ფრანსუა ბაკრიც. იგი ქართველ მზარეულებს შეხვდა და მათ  გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

გამოფენის პარალელურად, იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი „Bocuse d’Or 2019”. გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორი ერთი  გუნდია; მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო გახდება „ბოკუზ დორის” გასტრონომიული ოჯახის წევრი და ქართული დელეგაცია ეცდება, საქართველო მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოს და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.

„Sirha 2019” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსი არსებული ვითარება განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსი არსებული ვითარება განიხილა

8 years ago
თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს

“19 წლის ბიჭი უბნის მაყურებლებმა ცემით მოკლეს…” | მოქალაქე

2 years ago

ქართულმა კარატემ სტამბოლში გაიმარჯვა

11 years ago
გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივაზე-ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი

გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივაზე-ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი

8 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by