რჩევები Archives - TTimes.GE

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, ხოლო სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დონე ამ რის­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რია. ხში­რად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იგე­ბენ, რომ “ცუდი ქო­ლეს­ტე­რი­ნი“ მა­ღა­ლი აქვთ, მა­შინ­ვე მე­დი­კა­მენ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ.

თუმ­ცა, წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ­სე­ბობს ოქ­როს სტან­დარ­ტი – კომ­პლექ­სუ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ ნა­ბი­ჯებს ეფუძ­ნე­ბა.

რო­გორ ვმარ­თოთ ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე ეფექ­ტუ­რად? წარ­მო­გიდ­გენთ კარ­დი­ო­ლო­გე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სტრა­ტე­გი­ას:

“სა­სარ­გებ­ლო ცხი­მე­ბი“

კარ­დი­ო­ლო­გე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ: ქო­ლეს­ტე­რი­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად ცხი­მე­ბის სრუ­ლი ამო­ღე­ბა რა­ცი­ო­ნი­დან შეც­დო­მაა. მთა­ვა­რია ცხი­მე­ბის ტი­პის სწო­რად შერ­ჩე­ვა:

შე­ამ­ცი­რეთ ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცის, კა­რა­ქის, მა­ღალ­ცხი­მი­ა­ნი რძის ნა­წარ­მი­სა და პალ­მის ზე­თის მოხ­მა­რე­ბა. სწო­რედ ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბი უწყობს ხელს ღვიძ­ლში LDL (“ცუდი“) ქო­ლეს­ტე­რი­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. სა­ნაც­ვლოდ ჩარ­თეთ რა­ცი­ონ­ში ზე­ი­თუ­ნის ზეთი, ავო­კა­დო, თხი­ლე­უ­ლი (გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­გო­ზი) და ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი (ორა­გუ­ლი, სკუმბრია). მათ­ში არ­სე­ბუ­ლი ომე­გა-3 ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი იცავს სის­ხლძარ­ღვებს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან.

ხსნა­დი უჯრე­დი­სი

კარ­დი­ო­ლო­გი­ურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ხსნად უჯრე­დისს (მცე­ნა­რე­ულ ბოჭ­კოს). ის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ში უკავ­შირ­დე­ბა ქო­ლეს­ტე­რი­ნის ნა­წი­ლა­კებს და ხელს უშ­ლის მათ სის­ხლში შე­წო­ვას.

სა­უ­კე­თე­სო წყა­რო­ე­ბი: შვრია, ქერი, პარ­კოს­ნე­ბი (ლო­ბიო, ოსპი, მუ­ხუ­დო), ვაშ­ლი, მსხა­ლი და ციტ­რუ­სე­ბი. დღე­ში მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით (5–10 გრა­მი) ხსნა­დი უჯრე­დი­სის და­მა­ტე­ბაც კი საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს LDL ქო­ლეს­ტე­რინს.

ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა

მხო­ლოდ დი­ე­ტა ხში­რად საკ­მა­რი­სი არ არის. ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში ეხ­მა­რე­ბა ორ­გა­ნიზმს “კარ­გი ქო­ლეს­ტე­რი­ნის“ (HDL) გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რო­მელ­საც სის­ხლძარ­ღვე­ბი­დან ჭარ­ბი ქო­ლეს­ტე­რი­ნი გა­მო­სა­ყო­ფად ღვიძ­ლში გა­და­აქვს.

კარ­დი­ო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცია: კვი­რა­ში მი­ნი­მუმ 150 წუთი სა­შუ­ა­ლო ინ­ტენ­სი­ვო­ბის აე­რო­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა – სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი, ცურ­ვა, ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბა ან სირ­ბი­ლი.

კარ­დი­ო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თუ ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა 3-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­რის შე­დეგს არ იძ­ლე­ვა (ან თუ პა­ცი­ენტს აქვს გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა/მა­ღა­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა რის­კი), ინიშ­ნე­ბა მე­დი­კა­მენ­ტუ­რი თე­რა­პია (მა­გა­ლი­თად, სტა­ტი­ნე­ბი). წამ­ლე­ბი მოქ­მე­დებს ღვიძ­ლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის სინ­თე­ზის დაბ­ლოკ­ვით და უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ხლძარ­ღვე­ბის დაც­ვას.

The post ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა
ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა…ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა.

სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი.

ჩვენს ცხოვრებაშიც ასე გვემართება ხშირად: მრავალი ჩვენგანი დიდხანს, წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ ეს, ამაზე გვეუბნებიან ხოლმე, არაერთხელ გაგვიგონია ასეთი სიტყვები.

რა არის ამის მიზეზი? – რომ გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, მივანდოთ ეს საქმე უფლის ნებას და წყალობას, შევთხოვოთ შეწევნა. ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც.

ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.

ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1).

მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება.

რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10).

რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ).

კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9).

რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა შიო მესამემ.

The post შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა appeared first on TTimes.GE.

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ექიმი გიორგი ღოღობერიძე პოდკასტის „მედგიდი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, პლასტმასის ჭიქით ცხელი ყავის დალევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„მინახავს ხოლმე, პლასტმასის ჭიქაში ჩაისხამენ ცხელ ყავას და სვამენ, ეს ძალიან ცუდი რაღაცაა. ეს პირდაპირი ბილეთია ერთის მხრივ უშვილობისა, მეორე მხრივ ენდოკრინული დაავადებებისა და სიმსივნეებისა. ცხელთან შეხება არ შეიძლება…“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

The post „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება appeared first on TTimes.GE.

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს სახელებს.

„თაგვისარა – ბევრმა იცის ბევრმა არ იცის, ანთების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. რომელიც არასასიამოვნო უჯრედების განვითარებას უშლის ხელს.

კიბოს დაავადება როდესაც განვითარდება ადამიანის ორგანიზმში ესეც ერთ-ერთი ანთებაა, მაგის საწინააღმდეგოა, კისტების საწინააღმდეგოა…“

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

The post არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს appeared first on TTimes.GE.

ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად
გახსოვს ის დრო, როდესაც საღამოს საყვარელი ფილმის საყურებლად მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ იკრიბებოდა და ყველა მოთმინებით ელოდა სარეკლამო ჭრებს? იმ ნოსტალგიურ მომენტზე რაღას იტყვი, როცა გაზეთში პროგრამების ცხრილს ვამოწმებდით, რომ კვირა საღამოს კინოჩვენება არ გამოგვრჩენოდა? დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ტელევიზორმა, როგორც მოწყობილობამ, სრული ევოლუცია განიცადა. ის აღარ არის მხოლოდ საინფორმაციო საშუალება, ფაქტობრივად სახლის კინოთეატრად იქცა, რომელიც საშუალებას გაძლევს, თავად განკარგო საკუთარი საღამო. თანამედროვე ტელევიზორები პირდაპირ უკავშირდება ინტერნეტს და აპლიკაციების მეშვეობით (Netflix, YouTube, Disney+, Apple TV+) წვდომას გვაძლევს მსოფლიო კინოხელოვნების უზარმაზარ კოლექციაზე.

იმისთვის, რომ სახლში ნამდვილი კინოთეატრის ატმოსფერო შეიქმნა, მხოლოდ ინტერნეტთან კავშირი არ კმარა. ამისთვის ხარისხიანი ეკრანი და სწორად შერჩეული მოდელია საჭირო.

რა აქცევს ტელევიზორს სახლის კინოთეატრად?

სანამ კონკრეტულ მოდელებს განვიხილავდეთ, მოდი, შევთანხმდეთ, რას უნდა მიაქციო ყურადღება. პირველ რიგში, ეს არის გამოსახულების ხარისხი. 4K რეზოლუცია დღეს უკვე სტანდარტია, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას, რომელიც ამ გამოსახულებას აცოცხლებს. OLED, QLED, Mini-LED – თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი ეკრანის ზომაა. კინემატოგრაფიული ეფექტისთვის 55-დან 75 ინჩამდე ეკრანი იდეალურია იმისთვის, რომ გამოსახულებამ შენი ხედვის არეალი სრულად დაფაროს.

ტელევიზორის საუკეთესო მოდელები Extra.ge-ზე შენი კინოთეატრისთვის

იმისათვის, რომ არჩევანი გაგიმარტივდეს, Extra.ge-ს ტელევიზორების კატალოგიდან შევარჩიეთ რამდენიმე გამორჩეული მოდელი, რომლებიც სახლის კინოთეატრის მოსაწყობად საუკეთესო ვარიანტია.

1. LG OLED სერია

თუ შენთვის პრიორიტეტი ფერების სიმკვეთრე და რეალისტურობაა, LG-ის OLED ტექნოლოგიას ბადალი არ აქვს. ამ ტელევიზორს არ აქვს ფონური განათება; აქ თითოეული პიქსელი თავად ასხივებს სინათლეს. Dolby Vision და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა გარანტიას გაძლევს, რომ ფილმის ყურებისას ზუსტად ისეთ გამოსახულებასა და ხმას მიიღებ, როგორიც რეჟისორმა ჩაიფიქრა. სწორედ ამიტომ, ეს არის იდეალური ვარიანტი კინომოყვარულებისთვის.

2. Samsung Neo QLED

თუ შენი მისაღები ოთახი ნათელია და დღისითაც გიყვარს ფილმების ყურება, Samsung-ის Neo QLED იდეალური ვარიანტია. Mini-LED განათება მას წარმოუდგენელ სიკაშკაშეს ანიჭებს. აღჭურვილია Quantum HDR ტექნოლოგიით, რომელიც ნათელ სცენებში დეტალებს მაქსიმალურად აცოცხლებს. ფერები იმდენად კაშკაშაა, თითქოს ეკრანიდან გადმოდის. კინოს გარდა, მკაფიო გამოსახულების წყალობით, ეს მოდელი საუკეთესოა გეიმინგისთვისაც და სპორტული ტრანსლაციებისთვის.

3. Sony Bravia XR

Sony ცნობილია თავისი „ჭკვიანი“ პროცესორებით. Cognitive Processor XR აანალიზებს გამოსახულებას და ხმას ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანის ტვინი აკეთებს. შესაბამისად, მაყურებელი ფერებს მაქსიმალურად ბუნებრივად აღიქვამს. გამოსახულება ზუსტად ისეთია, როგორსაც თვალი რეალობაში ხედავს. Sony-ს ტელევიზორები საუკეთესოდ მუშაობს კინემატოგრაფიულ კონტენტთან. თუ გსურს სახლში კლასიკური კინოთეატრის ატმოსფერო შეიქმნა, ეს მოდელი იმედებს არ გაგიცრუებს.

4. TCL Mini-LED

თუ გსურს პრემიუმ ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად მიიღო, TCL-ის Mini-LED სერია საუკეთესო არჩევანია. ტელევიზორი გთავაზობს მაღალი განახლების სიხშირეს (144Hz) და დიდ სიკაშკაშეს. ის არ ჩამოუვარდება ბევრად ძვირადღირებულ ბრენდებს დეტალიზაციაში.

რჩევები მაქსიმალური კომფორტისთვის

სახლის კინოთეატრის მოსაწყობად მხოლოდ კარგი ტელევიზორი არ კმარა, გარემოც შესაბამისი უნდა იყოს. გაითვალისწინე ორი რამ:

ხმა – თანამედროვე ტელევიზორები ძალიან თხელია, ამიტომ მათი დინამიკები ხშირად ვერ გვაძლევს სასურველ ჟღერადობას. საჭიროების შემთხვევაში, დაამატე Soundbar.

განათება – ეცადე, ტელევიზორის უკან ძლიერი განათება არ დააყენო ან ოთახი დააბნელო. ასე თვალები ნაკლებად დაგეღლება და ეკრანზე კონცენტრაციაში დაგეხმარება.

კინო ემოციების, განტვირთვის წყაროა. ეწვიე Extra.ge-ს, შეარჩიე შენი ფავორიტი მოდელი და აქციე ყოველი საღამო პატარა დღესასწაულად.

The post ტელევიზორი სახლის კინოთეატრის მოსაწყობად appeared first on TTimes.GE.

მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
ექიმი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მწვადთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

„თუ მწვადი ძალიან გიყვართ, იცოდეთ რომ ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ. და თუ ხედავთ რომ სხვა მიირთმევთ აუცილებლად აუკრძალეთ.

მწვადის დამწვარი ნაწილი არ მიირთვათ და აუცილებლად მოაცილეთ.  მასში ძალიან ბევრია ჰეტეროციკლური ამინები.

ყოველთვის მოაცილეთ ეს შავი ნაწილები, რადგან ისინი თქვენს ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს. მწვადი უნდა იყოს ბალანსირებულად შემწვარი“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

The post მწვადის ეს ნაწილი არასდროს მიირთვათ და სხვასაც აუკრძალეთ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა appeared first on TTimes.GE.

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ქალების უმეტესობა, რომლებმაც მათი პირველი ან ბოლო შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინეს, 95 წლამდე ცოცხლობს და სტატისტიკურად, თავს ბევრად ჯანმრთელად გრძნობენ, ვიდრე ქალები, რომლებიც დედები 29 წლამდე გახდნენ.

კვლევის მიხედვით, ქალი, რომელიც დედა “გვიან ასაკში“ გახდა, ბიოლოგიური დაბარების ტემპი უნელდება და საშუალოდ 100 წლამდე ცოცხლობენ.

ამასთან, გვიან გამრავლების უნარი მიუთითებს რეპროდუქციული სისტემის ნელ დაბერებაზე, რაც სხეულს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.

მკვლევრები თვლიან, რომ იგივე გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ გახანგრძლივებულ ნაყოფიერებას, ასევე ხელს უწყობენ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

ხოლო 40 წლის შემდეგ მშობიარე ქალებს ოთხჯერ მეტი მაჩვენებელი აქვთ 100 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობის.

წყარო

The post ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს appeared first on TTimes.GE.

რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს
სარეცხ საპონს სახეზე გამონაყარის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად იყენებენ. ასევე, გოგირდის საპონსაც მიმართავენ. რამდენად ეფექტურია ეს საშუალებები და შეიძლება თუ არა მათი გამოყენება – თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს:

-სარეცხი საპონი ტანსაცმლის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ. ამ თემას მეტს აღარ გავშლი. პარადოქსულად ჟღერს ეს ფაქტი, რომ ადამიანები ვინმეს რჩევითა და რეკომენდაციით სარეცხ საპონს კანის გასასუფთავებლად, დასაბანად იყენებენ. არ შეიძლება, არ არის, რეკომენდებული. რაც შეეხება გოგირდის ნივთიერებების შემცველი სხვადასხვა გარეგანი გამოყენების ლოსიონები და ასე შემდეგ, დერმატოლოგიაში წლების წინ გამოიყენებოდა. დერმატოლოგია ძალიან განვითარებადი დარგია. დღეის მონაცემებით, გოგირდის გამოყენება რეკომენდებული აღარ არის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი უფრო ეფექტური საშუალება გვაქვს, რითაც შეგვიძლია, პრობლემა უკეთესად ვმართოთ.

The post რამდენად ეფექტურია სარეცხი საპნით კანის დაბანა – ზაზა თელია განმარტავს appeared first on TTimes.GE.

„ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ…ქუდი სასურველი არ არის” – პედიატრი ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს
პედიატრი ეკა გეთია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს.

გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, რომელიც ბევრ დედას გამოადგება:

„ჩვილის ანატომია ნამდვილად განსხვავდება ზრდასრული ადამიანისგან ჩაცმის სტილიც განსხვავებულია. შეიძლება თუ არა წინდა წინდაზე რამდენიმე ფაქტორია. დღენაკლულ ბავშვს სითბოს დაკარგვა ადვილად შეუძლია და ამ შემთხვევაში შესაძლოა სწორი იყოს. თუმცა მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა.

ბავშვის ჩაცმის სტილი ასაკის მიხედვით იცვლება. 6 თვის მერე, მეტად თავსუფალი ჩაცმა მოდის.

ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ. პატარამ შესაძლოა მოიკაწროს სახე და ამ მიზნით შესაძლოა ხელთათმანები ჩამოვაცვათ, მაგრამ კიდურების დაფარვა აუცილებელი და სასურველი არ არის.

თუ ბავშვი დღენაკლული არ არის და მას რაიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, ქუდი სასურველი არ არის. ამან შესაძლოა გაოფლიანება და თმის ცვენა გამოიწვიოს. ბავშვთა სამოსში უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ქსოვილებს.

შალის გამოყენებაც შეიძლება, როდესაც საქმე დღენაკლულ ახალშობილთან გვაქვს.  როდესაც ბავშვს ხელებიც და ცხვირიც თბილი აქვს, ე.ი. მას არ სცივა დდა ნორმალური ტემპერატურა აქვს.

რაც შეეხება საძილე ტომარას, ვფიქრობ, სასურველი არ არის, რადგან უმჯობესია ბავშვი თავისუფლად იყოს და არაფერს შებოჭოს”,- ამბობს პედიატრი.

The post „ჯანმრთელ ახალშობილს წინდა წინდაზე არ უნდა ჩავაცვათ…ქუდი სასურველი არ არის” – პედიატრი ჩვილების ჩაცმულობის შესახებ საუბრობს appeared first on TTimes.GE.

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
გთავაზობთ ფსალმუნებს, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა ვიკითხოთ შობის მარხვაში:

„ვთხოვ მრევლს, გააძლიერონ ლოცვა და,  ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები“ – ილია მეორე ( 27. 11. 2020)

The post ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ appeared first on TTimes.GE.