რელიგია Archives - TTimes.GE

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ღვთისმშობლის ხატი – „ბოროტ ფიქრთა და ზრახვათა განმდევნელი“ – ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას არაწმინდა ზრახვების, სასოწარკვეთილების, სევდის, შფოთვისა, შიშების და დეპრესიის დროს…

ლოცვა:

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთის მშობელო,წმიდითა და ყოვლადძლიერითა ვედრებითა შენითა განაშორე ჩემგან,ცოდვილისა და ურგებისა მონისა შენისა,მოწყინებაი,დავიწყებაი, უგუნურებაი,უდებებაი და ყოველი ბილწი,მზაკვარი და გმობადი ზრახვანი საარებულისა გულისა და დაბნელებლისა გონებისა ჩემისანი

დაშრიტე ალი ვნებათა ჩემთა,რამეთუ გლახაკ და წყეულ ვარ,და მიხსენ მე მრავალთა მძიმეთა მოგონებათაგან, განზრახვათაგან და ყოველთა საქმეთაგან ბოროტთა განმათავისუფლე მე. რამეთუ,კურთხეულ ხარ შენ ყოველთა ნათესავთა შორის და დიდებულ არს პატიოსანი სახელი შენი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო

The post „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი appeared first on TTimes.GE.

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

ამით ჯაღმაიძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცალკეულ ეკლესიაში ელექტრონული შესაწირი აპარატები დაიდგა.

„ადამიანები ითხოვენ, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, რომელ ტაძარსაც ექნება საჭიროება და მოითხოვს, ბანკი დაუდგამს აპარატს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

The post ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები
როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ საკვირაო ქადაგებისას.

მან სახარებიდან ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც მოციქულებმა ბევრი თევზი დაიჭირეს, თუმცა ყველაფერი დაუტევეს და მაცხოვარს გაჰყვნენ.

„სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე, მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები იხეოდა და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ ლამის იძირებოდნენ. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს ყველაფერი და შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია, რომ როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ჩვენთვის ამ ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები. მრავალი ადამიანი დიდხანს შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ, რა არის ამის მიზეზი. გვავიწყდება ღმერთი, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ამ საქმეზე ლოცვა კურთხევა, მივანდოთ ეს საქმე“, – განაცხადა პატრიარქმა.

The post შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა
ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა…ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელ კვირა დღეს! დღეს წმინდა სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ, საიდანაც განსაკუთრებით ჩანს ღვთის ლოცვა-კურთხევის ძალა და მნიშვნელობა.

სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე – მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. და აი, როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. რა თქმა უნდა, გაკვირვებამ, გაოცებამ შეიპყრო ისინი.

ჩვენს ცხოვრებაშიც ასე გვემართება ხშირად: მრავალი ჩვენგანი დიდხანს, წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ ეს, ამაზე გვეუბნებიან ხოლმე, არაერთხელ გაგვიგონია ასეთი სიტყვები.

რა არის ამის მიზეზი? – რომ გვავიწყდება ღმერთი, გვავიწყდება, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, მივანდოთ ეს საქმე უფლის ნებას და წყალობას, შევთხოვოთ შეწევნა. ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც, წარუმატებლობაც.

ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3). ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.

ამიტომაც ამბობს უფალი იესო ქრისტე სახარებაში: „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“ (ინ. 15, 5). წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი“ (ფსალ. 126, 1).

მართლაც, როდესაც ადამიანი გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ თავის ჭკუას და ძალას კი არ ენდობა, არამედ ესავს ზეგარდამო ლოცვა-კურთხევას და შეწევნას. ეს შეცდომა ბევრ ჩვენგანს მოსდის, რომ ვფიქრობთ, მხოლოდ ჩვენი ჭკუით და ენერგიით მივაღწიოთ წარმატებას. როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც გითხარით, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ვიქონიოთ ღვთისგან ლოცვა-კურთხევა, მით უმეტეს, არ მოითხოვს დიდ შრომას, რომ მივმართოთ უფალს, პირჯვარი გადავისახოთ და ვთქვათ: „უფალო, მიკურთხე ეს საქმე, დამლოცე ამ საქმეზე“. თუ გვაქვს საშუალება, მოძღვართანაც მივიდეთ და ავიღოთ ლოცვა-კურთხევა, მთლად უკეთესი! ამაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი საქმის და ამა თუ იმ წამოწყების წარმატება.

რა თქმა უნდა, ეს დიდი სასწაული რომ იხილეს მოციქულებმა, შეეშინდათ, გაუკვირდათ. განსაკუთრებით პეტრეზეა აღნიშნული სახარებაში, რომ მასში გაიღვიძა სინანულმა. მან გააცნობიერა, რომ უღირსია, იყოს მაცხოვრის გვერდით; დაუჩოქა მას და უთხრა: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ვიყო“. უფალმა მიუგო: „ნუ გეშინია, პეტრე, ამიერიდან გახდები შენ კაცთა მონადირე“ (ლკ. 5, 8-10).

რას ნიშნავს „კაცთა მონადირე“? როგორ უნდა მოინადირო ადამიანი? ადამიანის მონადირება ნიშნავს მის გადარჩენას ბოროტებისგან, ეშმაკის მახეებისგან, ცოდვისგან, მის შემობრუნებას ქრისტესკენ, სულის ცხონებისკენ. ასეთი მონადირება კაცთა დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მახეები მრავლად არის დაგებული და მრავალი ებმება ამ მახეებში, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი ერთგული მსახურების, თავისი სიტყვის, თავისი ეკლესიის მეშვეობით მოგვიწოდებს, მოგვიხმობს თავისკენ და სულის გადარჩენისკენ. შეგახსენებთ მის სიტყვებს: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე განგისვენებთ თქვენ“ (მთ. 11, 28 ).

კიდევ ერთი რამ იპყრობს ჩვენს ყურადღებას ამ სახარებაში. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, ასეთი საოცარი თევზჭერა ჰქონდათ, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით ამ მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს თავიანთი ბადეები, ყველაფერი და გაჰყვნენ, შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია ჩვენთვის. ჩვენც, როდესაც მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, ეს არ გახდეს ჩვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში, არ მივეჯაჭვოთ გულით, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები, რომელთა შესახებ შესანიშნავად წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ ადამიანის თვალს არ უხილავს, ყურს არ სმენია და კაცსაც არ გაუვლია გულში სიკეთეები, რომლებიც ღმერთმა განუმზადა თავის მოყვარულ ადამიანებს (I კორ. 2, 9).

რა სიკეთეებია ეს, ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის მკვდრეთით აღდგომა, ეს არის სხეულის უხრწნელება, ანგელოზებთან ერთობა, მთავარანგელოზებთან ზეიმი, ღმერთთან მარადიული სიხარული და ცხოვრება, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით, ყოვლადწმინდით, სახიერით, ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“,- აღნიშნა პატრიარქმა შიო მესამემ.

The post შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული
დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები.

„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ.

განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პრიქითით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინადრი“, – განაცხადა შიო მესამემ.

The post შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული appeared first on TTimes.GE.

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
სიმპოზიუმის სახელწოდებაც და შინაარსიც ეფუძნება ამ სწავლებას – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს ის სამი უმთავრესი საყრდენია, ჩვენს მრავალსაუკუნოვან სულიერ და ეროვნულ გზას რომ გამოხატავს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით,  მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა.

„რა თქმა უნდა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ ის პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიას“, – აღნიშნა შიო მესამემ.

ამასთან, შიო მესამემ განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გზამ გვიჩვენა მადლი და ძალა მოციქულებრივი ღვაწლის უწყვეტობისა, საქმედქცეული რწმენისა, სამშობლოსადმი თავდადებისა და ადამიანთა დიდი სიყვარულისა.

The post შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას appeared first on TTimes.GE.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.

საერთაშორისო კონფერენცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.

„საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ეგიდით იმართება. დისკუსია შეეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებს, როგორიც არის ქრისტიანობის როლი საქართველოსა და ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში და ამ მემკვიდრეობის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საბერძნეთის პარლამენტის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა მიმართეს.

The post საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა appeared first on TTimes.GE.

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს:

” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

ამა წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი) საქართველოს საპატრიარქოს ეწვია ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად.

დელეგაციის წევრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებსა და იმ დახმარებაზე ისაუბრეს, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ავსტრიაში ქართულ სამრევლოს, რისთვისაც მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

სტუმრებმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში 50-მდე მომლოცველი იმყოფება, რომლებიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს მოილოცავენ” –  წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

The post საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო appeared first on TTimes.GE.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.

როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.

ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.

ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

The post სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა appeared first on TTimes.GE.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საუბარი ეხებოდა ოკუპირებულ რეგიონებსაც და შეხვედრა იმედს ტოვებს,  რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული გზები გამოინახოს, რათა ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს.

“საუბარი, რა თქმა უნდა ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა შიო მესამესადმი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები.

ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.

გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში, ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს” – ამბობს დეკანოზი ანდრია.

The post დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ appeared first on TTimes.GE.