ირლანდიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამო თანამედროვე ქართველ მწერალთან ზურაბ ქარუმიძესთან ერთად, სადაც მოწვეულნი იყვნენ ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს. მან ისუბრა ისაუბრა ქართული ლიტერატურის, ენისა და დამწერლობის შესახებ. გიორგი ზურაბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის, რომელიც მწერლის დუბლინში ვიზიტის თანაორგანიზატორია.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზურაბ ქარუმიძემ მიმოიხილა თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთავარი მიმართულებები და ყურადღება გაამახვილა საკუთარი შემოქმედების ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებზე და ისაუბრა საკუთარი მოღვაწეობის შესახებ. ასევე, საზოგადოებას გააცნო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარმატებები და ხაზი გაუსვა, ქართული ენისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ქართული წიგნების თარგმნის მნიშვნელობას.
ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი წიგნები ხელმისაწვდომია ირლანდიელი მკითხველისთვის დან ლირის ბიბლიოთეკაში.