• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

10 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-000025709დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა გაიხსნება, დროებითი  საგამოფენო დარბაზი კი გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.

როგორც “თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი. მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს. მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის. მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით პროექტებში ჩაერთვებიან ბავშვები მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება. მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200–ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის უახლესი ლიტერატურის  ხელმისაწვდომობას. მედიათეკა – გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, გამომცემლობების – ბაკურ სულაკაური, არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ის უახლესი გამოცემებით შეივსო. ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის ოჯახის არქივში დაცული 40 ნამუშევარი, რომელიც გურამ თიკანაძის თვალით დანახულ მთასა და სვანეთს წარმოგვიდგენს. გურამ თიკანაძის მეირ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათასზე მეტ ნეგატივს ითვლის, მის შემოქმედებაში მთის სერიას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეობის, ხოლო ალპინიზმით სტუდენტობის დროს დაინტერესდა. წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს, თუმცა საერთაშორისო აღიარება  მას სწორედ ფოტოგრაფიამ და ალპინიზმმა მოუტანა.

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In