საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სავარაუდოდ 7 ახალი მღვდელმთავარი ეყოლება, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრიარქოდან მიაწოდეს, სადაც ამ წუთებში წმინდა სინოდის სხდომა მიმდიანრეობს.
წმინდა სინოდის სხდომამ ასევე დააკმაყოფილა სამი მღვდელმთავრის განაცხადი პენსიაზე გასვლის შესახებ.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაცია პენსიაზე გასული მღვდელმთავრების, ეპარქიების გადანაწილებისა და მათი ახალი ხელმძღვანელების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე ეპარქიის მეთაურად რჩება.
11.10.13