• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ პროგრამას იწყებს

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192  სტუდენტი დააფინანსა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ganatlebis saertashoriso centriსსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“ („გახდი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი!“) დაიწყო. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა მიეცემათ ერთწლიანი მანდატით გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

როგორც “თბილისი თაიმსს” განათლების საერთაშორისო ცენტრიდან აცნობეს, პროგრამის მიზანს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში

  • საქართველოს პოპულარიზაცია;
  • საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა;
  • ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
  • საჯარო სამსახურისათვის პერსპექტიული კადრების წარმოჩენა;

პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ახალგაზრდა ელჩების“ შესარჩევა ხდება ღია კონკურსის საფუძველზე. კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემდეგ 15 ქვეყანაში: ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა,  ჩეხეთი, თურქეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ბელგიის სამეფო, ნიდერლანდების სამეფო და შვედეთი.

კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას.

„საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“  კონკურსის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის ვადა   10 ნოემბრიდან – 22 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ), 2015. დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით  https://app.iec.gov.ge/

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 22 ნოემბრის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ)  უნდა აიტვირთოს სარეგისტარციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს რედაქტირებას.

საკონკურსო პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდას,  რომელიც

  • არის საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
  • აქვს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • აქვს პროექტების მართვის გამოცდილება;
  • სასურველია სქონდეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • სასურველია ჰქონდეს ადგილსამყოფელი ქვეყნის საჯარო ან კერძო სტრუქტურაში მუშაობის/სტაჟირების/პრაქტიკის გამოცდილება;
  • სასურველია ადგილსამყოფელი ქვეყნის ოფიციალურ ენის ცოდნა;

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და შერჩეულ კანდიდატს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გამოეყოფათ თანხა 7000 ლარის ოდენობით.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შერჩეულ ქვეყნებში, საქართველოს საელჩოებთან ერთად უზრუნველყოფს, „ახალგაზრდა ელჩის“ საქმიანობის მონიტორინგს.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„პოლიტიკოსები ხელს აფათურებენ საუნივერსიტეტო სივრცეში“ – გია შარვაშიძე

გია შერვაშიძე: “ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია”

10 years ago
ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი: „ფაიზერი“ და ​„ასტრაზენეკა“ – გამყრელიძე

ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი: „ფაიზერი“ და ​„ასტრაზენეკა“ – გამყრელიძე

5 years ago
დღეში 3,000 ადამიანი უნდა ავცრათ – თენგიზ ცერცვაძე

არ შეიძლება ერთი მხრივ კატეგორიულად მოითხოვდე სრულ თავისუფლებას და მეორე მხრივ ჯიუტად უარს აცხადებდე ვაქცინაციაზე – ცერცვაძე

5 years ago
„სალომე ხეთაგური არ ჩანს.. მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი… ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით ეძებს “ – მაიკო ჩაგელიშვილი

„სალომე ხეთაგური არ ჩანს.. მართლა ცაში გაფრინდა სხეულიანად მგონი… ჩემი ძმა დაკაწრული ხელებით და ფეხებით ეძებს “ – მაიკო ჩაგელიშვილი

3 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by