პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფერადი სარკმელები ხანძარს გადაურჩა. ამის შესახებ CNN იუწყება.

პარიზის არქიეპისკოპოსის თქმით, ფერადი ვიტრაჟული სარკმელები, რომლებსაც სხვაგვარად ვარდულ სარკმელებს უწოდებენ, უსაფრთხოდაა. აღნიშნული სარკმელები მე-13 საუკუნით თარიღდება. სარკმელი ტაძრის ძირითად ფასადზეა განთავსებული – შუაში უზარმაზარი მრგვალი სარკმელი, მარჯვნივ და მარცხნივ შედარებით მცირე ზომის ორი სარკმელი.

როგორც ცნობილია, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საუკუნეების მანძილზე შეგროვილი ფასდაუდებელი ნივთები, ხელოვნების ნიმუშებისა და სიწმინდეების საცავია.

ორშაბათს საღამოს ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა ეს სიწმინდეები და ხელოვნების ნიმუშები განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.

პარიზის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა, საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. ასევე ხელოვნების ძირითადი ნიმუშები, რომლებიც პარიზის მერიაში გადაიტანეს. მალე მათ ლუვრში გაგზავნიან.

Please follow and like us: