თბილისის მერი კახა კალაძე ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

კახა კალაძე პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დღეს დილით ვაკის პარკში იმყოფებოდა.

„მინდა, მოგილოცოთ ფაშიზმე გამარჯვების დღე. განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. მათ თავიანთი გმირობის ფასად, თავგანწირვის ფასად მეორე მსოფლიო ომის დროს კაცობრიობა იხსნეს ფაშიზმისგან. 74 წელი გავიდა მას შემდეგ. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ვეტერანები გვაკლდება. მინდა, მათ ჯამრთელობა ვუსურვო, პირველ რიგში, დიდხანს სიცოცხლე, სიძლიერე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ,  მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

Please follow and like us: