3 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
6 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ავსტრიული კომპანია „როზენბაუერის“ ინსტრუქტორი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან მუშაობა.

28 მეხანძრე-მაშველი, 4 დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს, რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის.

მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.

მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაიარა. ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

Please follow and like us: