დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ზოგადი უნარების შედეგებით დაიწყება. მისი თქმით, ნაშრომები ელექტრონულად სწორდება. შედეგებთან ერთად აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ ნაშრომებსაც გაეცნონ. გამოქვეყნდება სტატისტიკური ანალიზიც. თითოეულ საგანში მიღებული ქულა ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დამთავრებისთანავე გახდება ცნობილი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განცხადების მიღება.
სააპელაციო პროგრამების და უმაღლესი სასწავლებლის არჩევის, დამატების თუ შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს სააპელაციო განცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.