ამ დილით დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აქციის მონაწილეებმა ავტომობილი ამოატრიალეს და დაამტვრიეს. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
მონაწილეებმა თბილისის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ქვები დაუშინა. რამდენიმე პოლიციელმა და მოქალაქემ სხეულის დაზიანებები მიიღეს. პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.
დემონსტრანტებმა მათ რუსთაველის ქუჩის დატოვების შემდეგ კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდებმა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა და საცხოვრებელი სახლების მინები ჩაამსხვრიეს. ფილარმონიასთან მომხდარი შეტაკების დროს მაუწყებლის ჟურნალისტს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ, აპარატურა დაუმტვრიეს და დააკავეს. ამის შესახებ სატელევიზიო არხი თავად იტყობინება.