ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთ გზა, რათა საქართველო შედგეს როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებას ახსოვს, შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე, ქვეყნისთვის ორივე დასრულდა უმძიმესი შედეგებით.

„ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შსს, რადგან ეს იყო მათ მოვალეობა, აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა, ჩვენ და შსს-მ შეძლო, აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე მინისტრს, ისევე როგორც შსს-ს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთ გზა, რათა საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისთვის.

„ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ძალიან რთული წუთები იყო ის, რაც ჩვენ გავიარეთ, ვიხილეთ თითოეული ქართველისთვის და პატრიოტისთვის. ამ წუთებში და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათ ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი წასულია საზღვარგარეთ სამკურნალოდ საუკეთესო ჰოსპიტალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტების საქართველოში ჩამოვიყვანოთ. ეს იყო დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Please follow and like us: