• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Financial Times – საქართველო მოუწოდებს დასავლეთს, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

89223f8765e2a6da6d3ce967b4116844საქართველო დასავლეთს მოუწოდებს, დაგმოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Financial Times ნილ ბაკლის სტატიას.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაგმოს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს პრემიერმა ანექსიისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი უწოდა.

როგორც The Financial Times-თან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოს ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციაზე რეაგირება იყო. საქართველოს პრემიერის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მოსკოვი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს.

სტატიის ავტორის თქმით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-ს განუცხადა, აუცილებელია დასავლელმა ლიდერებმა “პირდაპირი დიალოგი” გამართონ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში შექმნილი კრიზისის დასასრულებლად, რადგან, ღარიბაშვილის განცხადებით, მხოლოდ სანქციებით შედეგი ვერ მიიღწევა.

“ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება. ველოდებით, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები უფრო მეტად დაგმობენ ამას”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა The Financial Times-ს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა მოსკოვთან საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში ითანმშრომლებს.
“ეს ხელშეკრულება უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა შეთანხმებები ერთობლივი უსაფრთხოებისა და პოლიციური ძალების, ასევე ერთიანი საბაჟო პუნქტების შესახებ”, – წერს სტატიის ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის ორშაბათს გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც ყირიმის ანექსიიდან რვა თვეში გაფორმდა, დასავლეთში ეჭვები აღძრა, რომ მოსკოვი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების “გაყინული კონფლიქტების” სადავო ტერირტორიების მცოცავ ანექსიას დაიწყებს. ნილ ბაკლი წერს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად, რუსეთის ფოკუსში დნესტრისპირეთია.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, “ქართულმა ოცნების” ხელისუფლება შეეცადა მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას გაწყდა.

სტატიის ავტორის თქმით, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოსკოვთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი. მაგრამ, პრემიერის თქმით, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდა, რადგან რუსეთმა უარი თქვა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან უკან დახევაზე.
“ეს მიუთითებს, რომ რუსეთი იმავე სულისკვეთებით არ რეაგირებს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონსტრუქციული ხელისუფლება ვართ, პრაგმატული ხალხი, გვინდა მშვიდობა და ურთიერთობების ნორმალიზება ყველასთან, რუსეთის ჩათვლით. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჩვენი არჩევანია, მაგრამ ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-თან.

საქართველოს პრემიერის თქმით, მის ხელისუფლებას არასდროს მოუხდენია რუსეთის პროვოცირება და ზაფხულში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა პროვოკაცია არ ყოფილა.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთის მარცხმა – უფრო მკვეთრი რეაგირება მოეხდინა 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, მოსკოვი დაარწმუნა, რომ უკრაინის ინტერვენციიდანაც მშრალად გამოვიდოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ სანქციები ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებებს და ისეთი ნაბიჯების განხილვა, როგორიც უკრაინისთვის დასავლური ლეტალური იარაღის მიწოდებაა, უკრაინაში ომის მეტ ესკალაციას გამოიწვევს.

“ეს კონფლიქტი დიალოგის გარეშე ვერ მოგვარდება. საჭიროა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი დიალოგი. დასავლელმა ლიდერებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ”, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა The Financial Times-ს.

26.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით

ირაკლი კობახიძე – ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით

7 years ago

თბილისის 151-ე საჯარო სკოლას რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი ექნება

11 years ago

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვავა

10 years ago
ჯანმოს დირექტორი: სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

ჯანმოს დირექტორი: სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს

6 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by