ვიმედოვნებთ, რომ უმაღლესი სტანდარტებით მოხდება სამართლებრივი პროცესების წარმოება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა გიგი უგულავას დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენი ყურადღება მიპყრობილია პროცესისა და პრინციპების და არა – კონკრეტული ინდივიდების მიმართ. მნიშვნელოვანია, ბრალის დამტკიცებამდე უდანაშაულობის პრეზუმფციის უზრუნველყოფა. ვიმედოვნებთ, რომ უმაღლესი სტანდარტებით მოხდება სამართლებრივი პროცესების წარმოება. სასამართლოს განხილვა ჯერ არ მომხდარა. ველით, რომ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტები იქნება დაცული”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
აშშ-ის ელჩის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 4 ივლისს შეუფარდა.













