1 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების თვალსაზრისით სამაგალითოა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოების, ადამიანების, მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა.

„ჯერჯერობით, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას რეგიონებში, რამეთუ ხალხმრავლობასთან არაა დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ პანიკა არ უნდა იყოს და სიფრთხილე უნდა იყოს. უნდა მივცეთ ხალხს განცდა, რომ ყველაფერი გრძელდება. თუმცა, თუ უცხოეთში ვიზიტები შეიზღუდება, ჩემი ვიზიტებიც შეიზღუდება. ვნახოთ, როგორც იქნება. ძალიან ბევრი რეგულაცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან. მკაცრი, ნაკლებად მკაცრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საზოგადოების, ადამიანების, მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. თითოეული მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ოჯახსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, საზოგადოებაზე. ეს კარგად უნდა შევიგნოთ. საქართველო არის ჯერჯერობით სამაგალითო,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უზარმაზარი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩენ გვაქვს უზარმაზარი შანსი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ლუგარის ცენტრი, რომელიც არის მართლა სამაგალითო არამხოლოდ რეგიონში მსოფლიოში. ვიღაცეები თუ ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან, საიდანაც გვებრძვიან ჩვენ საერთოდ. გვახსოვს ჩვენ გასულ წელს, როგორ იყო გავრცელებული ჭორები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ, მე ვიქნები ბოლომდე დამცველი, მაგრამ დაცვა არ სჭირდება. მათი საქმე ლაპარაკობს მათთვის. მე მინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გამყრელიძეს, ბატონ იმნაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც იქ მუშაობს დღე და ღამე, პერსონალს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში იმისთვის, რომ დაძლეული იყოს ის რაც არის დღეს მსოფლიოს ჭირი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Please follow and like us: