2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და მასთან შეჩვევას გარკვეული დრო სჭირდება
4 დღის წინ
პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს
4 დღის წინ
პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია
4 დღის წინ
ნათია თურნავა – „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია
4 დღის წინ
პრემიერ-მინისტრი სოფელ ღარში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით.

მისი თქმით, გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია.

„ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც.

​ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Please follow and like us: