ქვეყანაში მობილური ტელეფონების გაყიდვის ბუმია, ამ საჭირო ნივთზე განსაკუთრებული მოთხოვნაა და ბაზარიც შესაბამისად მრავალფეროვანია, ”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც-გამოკითხვა აღნიშნულ თემას ეხება:
გამოიკითხა საქართველოს ბაზარზე არსებული ტექნიკის რეალიზატორი – 9 მაღაზია, გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართველი მომხმარებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს სამსუნგის ფირმის ტელეფონები, გამოკითხული მაღაზიებიდან 5-ში სწორედ ამ ფირმის მობილურია ყველაზე მოთხოვნადი. 6 გამოკითხული კომპანია აცხადებს, რომ მომხარებელი განსაკუთრებულ აქცენტს მობილურის ფოტოკამერაზე აკეთებს. ყველა კომპანიაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია და წინა წელთან შედარებით მობილური ტელეფონების გაყიდვები 45-50%-ით გაიზარდა.
გთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:
მობი: „მომხმარებელი ყველაზე მეტად ითხოვს სამსუნგის ფირმის მობილურ ტელეფონს. მომხმარებლისთვის მთავარია მობილურს ქონდეს ძლიერი პროცესორი, იღებდეს ხარისხიან ფოტოებს და ქონდეს დახვეწილი დიზაინი, ყველაზე აქტუალური ფერებია თეთრი და შავი. მობიში მობილური ტელეფონების მინიმალური ღირებულება არის 33 ლარი ხოლო მაქსიმალური – 1400 ლარი. ფასები ტელეფონებზე ხშირად მერყეობს რადგან ის დამოკიდებულია უცხოეთიდან შემოტანილ საქონელზე, რომლის თვითღირებულება დოლარის კურსის შესაბამისად იმატებს. ლარის გაუფასურებას მობილური ტელეფონების ღირებულების ზრდა არ გამოუწვევია და ვცდილობთ მუდმივად შევამციროთ ფასები, რაც შეეხება გაყიდვებს, კომპანიას გაყიდვები წინა წელთან შედარებით წელს საგრძნობლად გაეზარდა, რაც ჩვენი ვარაუდით ეს ტენდენცია შენარჩუნდება“.
ზუმერი: „ყველაზე მოთხოვნადი მობილური ტელეფონია Galaxy S4, მომხმარებელი ყველაზე მეტად ითხოვს ტელეფონს რომელსაც კომპიუტერის ფუნქციებიც აქვს შეთავსებული, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასევე დიზაინსა და ფოტოკამერას. ზუმერში მობილური ტელეფონის მინიმალური ღირებულება 30 ლარია ხოლო მაქსიმალური – 2000 ლარი. ჩვენს ქსელში ასევე აღინიშნება ფასების პერიოდული კლება რასაც დოლარის კურსის ცვალებადობას ვუკავშირებთ. ლარის გაუფასურებას მობილურის ფასებსა და გაყიდვებზე ზემოქმედება არ მოუხდენია. 2012 წელი ზოგადად მობილური ტელეფონების გაყიდვებსი კრიზისული პერიოდი იყო, ხოლო 2013-14 წლებში გაყიდვების საგრძნობი მატება შეინიშნება. უახლოეს მომავალში მობილურ ტელეფონებზე ფასების კლებას არ იგემება.“
არაი თუმოროუ: „ძალიან მოთხოვნადია LG-ის ფირმის მობილური ტელეფონები, შენაძენის გაკეთებისას მომხმარებელი აქცენტს აკეთებს პირველ რიგში ფასსზე შემდეგ კი მობილურის შესაძლებლობებზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და დიზაინზე, მომხმარებლებში განსაკუთრებულად მოთხოვნადია – ფოტო და ვიდეო კამერა. ჩვენთან მობილური ტელეფონის ფასი მერყეობს – 199 ლარიდან – 1200 ლარამდე და ფასები მუდმივად იკლებს. არაი თუმოროუში მობილური ტელეფონების გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა.“
ოქეი: „ჩვენს ქსელში მომხმარებელი ყველაზე ხშირად ითხოვს Samsung Galaxy S4-ს, მომხმარებელი არჩევანს მობილურის ოპერატიული შესაძლებლობების მიხედვით აკეთებს. ოქეიში მობილური ტელეფონის ფასი – 33 ლარიდან – 1500 ლარამდე მერყეობს. მობილური ტელეფონების ბაზარი ძალიან დინამიურია, ფასები ყოველთვის იცვლება, უმეტესწილად იკლებს, ეს პრეცენდენტი კი დამოკიდებულია ბაზარზე ახალი მოდელების შემოსვლით, ეს უკანასკნელი ძველი მოდელის ფასს ამცირებს, ახალი მოდელები კი ძალიან სწრაფად იყიდება და ხშირად დეფიციტურიც კი ხდება, ამ მოვლენამ კი მისი ფასის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითან კომპანია სამსუნგი 2014 წელს ექვსი ახალი მოდელის გამოშვებას აპირებს და წინა მოდელებზე ფასების კლებას უნდა ველოდოთ. 2012-2013 წლებთან შედარებით ოქეის ქსელსი გაყიდვები გაათმაგა, ამ კუთხით ოფიციალური მონაცემები კი ასეთია: ზოგადად საქართველოში წინა წელთან შედარებით მობილური ტელეფონების გაყიდვამ 45-50%-ით იმატა.“
ელიტ-ელიქტრონიქსი: „ყველაზე გაყიდვადია ეფლის აიფონი, ტელეფონის შეძენისას მომხმარებელი ყურადღებას პირველ რიგში აქცევს დიზაინსა და ფოტოკამერას, შემდეგ კი ეკრანის ზომასა და მეხსიერებას. ფასები მობილურ ტელეფონებზე მერყეობს 40-დან 1500 ლარამდე. ელიტ-ელექტრონიქსში ფასების კლება შეინიშნება, რასაც ბაზარზე ახალი მოდელების შემოსვლით შეიძლებაქ აიხსნას, მაგალითად კომპანია – Apple გაზაფხულზე ახალი მოდელი გამოშვებას აპირებს რის შედეგადაც წინა მოდელებზე ფასები მნიშვნელოვნად დაიკლებს. მობილური ტელეფონების გაყიდვამ წელს საგრძნობლად იმატა.“
სმაილი: „ყველაზე მეტად იყიდება Nokia-ს ფირმის ტელეფონები, მომხმარებელი კი შენაძენის გაკეთებისას ყურადღებას აქცევს დიზაინს, ფერსა და ფოტოკამერას. მოთხოვნადია შავი ფერის ტელეფონები. ფასები მერყეობს 100 ლარიდან 1500 ლარამდე. მაღაზიაში ხშირად ხდება ფასების კლება რაც დამოკიდებულია დოლარის კურსზე, თუმცა ლარის კურსის კლებას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია ფასებსა და გაყიდვებზე, წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა მნისვნელოვნად იმატა. ამ ეტაპზე კომპანიაში ფასდაკლებები არ იგეგმება.“
მეგატექნიკა: „ ყველაზე მეტად იყიდება სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონები, მომხარებელი შეძენისას ყურადღებას აქცევს მობილურის ფერს, დიზაინს, ფოტოკამერასა და ტექნიკურ მონაცემებს. ჩვენთან ფასები – 103 ლარიდან იწყება და 1530 ლარამდე ადის.ფასებზე ზეგავლენას ახდენს ტელეფონების თვითღირებულება და ბაზარზე ახალი მოდელების შემოსვლა. გაყიდვები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქსელში ფასდაკლებას არ ვგეგმავთ.“
გალაქსი : „ყველაზე მოთხოვნადია – Samsung note 3, მომხარებელი განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს მობილურის ოპერატიულ მონაცემებსა და კამერაზე. მაღაზიაში მობილურ ტელეფონებზე ფასები 59-დან 1589 ლარამდე მერყეობს, ფასები დოლარის კურსის შესაბამისად იცვლება, გაყიდვები კი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფასების კლებას გაზაფხულისთვის ვგეგმავთ.“
აიფონ+: „ძალიან დიდი მოთხოვნაა – Iphone 4S. მომხმარებლები უმეტესად აქცენტებს აკეთებენ ფერზე, ყველაზე მეტად მოთხოვნადია თეთრი ფერი, ფასები კი 729-დან 1875 ლარამდე მერყეობს. ღირებულება დამოკიდებულია მომწოდებელზე, თუ დეფიციტურია ტელეფონი მაშინ მისი ფასი იზრდება, ფასების კლება კი ახალი მოდელის შემოსვლასთანაა დაკავშირებული. კომპანია „ეფლს“ აიფონის ახალი მოდელი შემოაქვს ბაზარზე, რაც უკვე გაყიდვაში არსებული მოდელებზე ფასების კლებას გამოიწვევს. გაყიდვები წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.“
”თბილისი თაიმსი” დაუკავშირდა ასევე ტექნიკის მაღაზიებს – ალტას და ციფროვიკს , თუმცა კომპანიებმა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.
23.01.14
ნინა პირტახია