პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ვიზიტი და ვიზიტის შედეგების განხორციელების საკითხები განიხილეს.
საუბარი საქართველო-ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
19.03.14