კაზრეთის მკვიდრი მიშიკო ყაფლანიშვილი, რომელიც RMG Gold-ის თანამშრომელია საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არასწორედ არის ინფორმირებული საყდრისში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, მათ სამუშაო პირობებზე და ანაზრაურებაზე.
„კომპანია RMG Gold-ს საყდრისის მაღაროზე მუშა-ხელი ყავთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მიზერულ თანხასაც არ უხდიან, მუშაობენ იმაზე მეტს რაც არ ეკუთვნით, მაგრამ მიზერულსაც არ უხდიან, 12 საათს ვმუშაობთ მინიმუმ. თავიდან 8 საათისას გვიხდიდნენ 12 საათინ სამუშაოში, მერე გადავიდა 10 საათზე. მთვარი რაც არის ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ამ ისტორიული ძეგლის შენარჩუნებაა. ხალხს ეუბნებიან თუ თქვენ პრეტენზიას გამოთქვამთ აღარ გექნებათ სამსახურიო. პრემიერ-მინისტრი, რომ გამოვიდა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით, სამი ათასი თანამშრომელი მუშაობსო, ორი სიტყვა თქვა და ორიდან არც ერთი სიტყვა არ იყო სერიოზული. 3 000 ადამიანი მუშაობსო და მე ხომ არ დავტოვებო უმუშევარსო. 3000 შეიძლება ოფიციალურად მუშობდეს, იქ გატარებული ყავდეთ უბრალოდ, მაგრამ რეალურად 1 200 ადამიანია მუშა-მოსამსახურე. 1200-დან სადღაც 200 იქნება მაღალი ეშელონი, ათას ადამიანს რად უნდა 200 დირექტორი, მიხვდით რა ხდება? იმის ხელფასს იღებს ის 200 დირექტორი. თუ მუშაობს 3000 დაგვისახელოს, ჩამოთვალოს ყველა ყველას ვიცნობთ და არაა აქ არაფერი დასამალი. აქ ინვესტიცია 50 წელია არავის არ უნახავს, 300 მილიონის ინვესტიცია შემოიტანაო, რის 300 მილიონი ხალხო?! რამდენ მილიონად გაიყიდა ეს ფაბრიკა-ქარხნები იცით თქვენ?! კაპიკებში, ერთმა აიღო თავისას მიყიდა, ბიძაშვილს და ა.შ.“ – აცხადებს კაზრეთის მკვიდრი. ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ RMG Gold-ში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი. “მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც წუხან – მე მესმის მათი წუხილი, რომ თითქოს ძეგლის გადარჩენას ცდილობენ. მინდა მათ შევახსენო – ამ ორგანიზაციაში დასაქმებულია 3 ათასი ოჯახი და კარგად გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება მათ, თუ რაიმე შეფერხება შეექმნება აღნიშნულ კომპანიას. მინდა მოგიწოდოთ როგორც მინისტრს სასწრაფოდ მოაგვაროთ ეს პრობლემა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
24.04.14