საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვანო მაჭავარიანის და ლაშა აბაშიძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის – საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის – საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე”, -აღნიშნულია განკარგულებაში.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ლაშა აბაშიძეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
13.06.14