“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც შემოწირულების ოდენობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მესამე ადგილზეა, ყველაზე მეტი თანხა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძემ გადაურიცხა.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით, კახა ბენდუქიძემ 5 555 ლარი 5-ჯერ გადაურიცხა “ნაციონალურ მოძრაობას”. საერთო ჯამში, ბენდუქიძის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირულმა თანხამ 27 775.00 ლარი შეადგინა.
ასევე, კახა ბენდუქიძემ 2012 წლის 11 ივლისს, “ნაციონალურ მოძრაობას” შემოწირულების სახით 55 555 ლარი გადაურიცხა.
ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პერიოდში პარტიების შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სულ, პარტიების შემოწირულებებმა 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 335 071.66 ლარი შეადგინა.
01.07.14