დღეს სააგენტო პირველების ოფისში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა UNESCO-ს მხრიდან კომიტეტისთვის მოწერილი ოფიციალური წერილი, სადაც საყდრისის ოქროს მაღარო როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა არის მოხსენიებული. წერილში საუბარია ასევე, რომ მათ შესაბამისი წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას და სათანადო უწყებებს რეაგირებისთვის. UNESCO ქართულ მხარეს მიუთითებს 1972 წელს მიღებულ კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც, ნაკისრი აქვს გარკვეული ვალდებულებები. დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს „როგორც მოგეხსენებათ, UNESCO მსოფლიოს მასშტაბით გახლავთ უმაღლესი ორგანო, რომელსაც ყველაზე წონადი სიტყვა ეთქმის კულტურის სფეროში. მართალია, შესაბამის ნუსხაში ჯერ არ არის შეყვანილი, თუმცა როგორც მოცემული წერილიდან ირკვევა ფაქტია, რომ UNESCO საყდრისს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევს. აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება მათი პოზიციები. ვფიქრობთ, რომ ამ მოროგი გამარჯვების შემდგომ, როდესაც კიდევ ერთხელმ ტკიცდება, რომ ასეთი სიმდიდრე გვაქვს ქართველ ხალხს ქვეყანაში, ამას უკვე უნდა ვზეიმობდეთ და ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს დიდი სიკეთე ქართული იდეის განვითარებაში, არამც თუ კითხვის ნიშნები დავსვათ. შესაბამისად, აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც საყდრისის საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და სამეცნიერო სტატუსები ქვეყნის სამტროდ გამოიყენა“. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა პრესკომფერენციაზე საყდრისში მიმდინარე კარვების აქციაზეც ისაუბრეს და დააანონსეს, რომ „ვიქრობთ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიერ ინიცირებულმა კარვების აქციამ გადამწყვეტი როლი შეიტანა საყდრისის საკითხის დადებითად გადაჭრაში. სწორედ კარვების აქციის საშუალებით მოხდა შეჩერებულიყო სამუშაოები საყდრისის ოქროს მაღაროზე, მართალია ძეგლი დაზიანდა, მართალია ძალიან დიდი ნაწილი საკვლევია და ბევრი უნიკალური ფაქტი და მტრკიცებულება გადარჩენილი, თუმცა დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სწორედ კარვების აქციის პერიოდში ქართული საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა შეიტყო საყდრისის ძეგლის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე, აქტიურად ჩაერთო დიპლომატიური კორპუსი, მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან დამეგობრება, მედია საშუალებების ინფორმირებულობა. სწორედ კარვების აქცია უმაგრებდა ზურგს ბევრ განცხადებასა და გამოხმაურებას საყდრისის საკითხთან დაკავშირებით. და ბოლოს, UNESCO-ს ხელმძღვანელისგან პასუხად მიღებული წერილი, ეს უკვე კულმინაციური ნაწილია და ალბათ უმნიშვნელოვანესი. კომიტეტმა სრული დოკუმენტაცია მიაწოდა საყდრისთან დაკავშირებით UNESCO-ს პარიზის ოფისს და დადებითი წერილიც მივიღეთ. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის კარვების აქცია უნდა შეყწდეს. იქ დარჩება „კოშკურა“, რომელიც ჩვენმა კომიტეტმა ამ აქციის პერიოდში ააგო და ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ პირს, თუ ორგანიზაციას ექნება საშუალება მივიდეს, მოინახულოს საყდრისი, დარჩეს და გამოხატოს საკუთარი დამოკიდბეულება. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტს აქტიურობა სხვა ფაზაში გადაჰყავს და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საყდრისის გადასარჩენად, ვიდრე საყდრისი არ მიიღებს ძეგლის სტატუსს!“- ნათქვამია კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. თბილისი თაიმსი UNESCO-ს ხელმძღვანელის მხრიდან საყდრისის გადასრჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისადმი მოწერილი წერილის ქართულ ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ:
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტს
გენერალური დირექტორის სახელით მსურს, მადლობა გადაგიხადოთ 23 ივლისს გამოგზავნილი წერილისთვის. რომელი წერილიც ეხებოდა საყდრისის ოქროს მაღაროს და პროექტს, რომლის განხორციელებასაც ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold Ltd აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ჩვენ, სათანადო ყურადღება მივაქციეთ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და წერილით მივმართეთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, ინფორმირებისა და სამოქმედო ზომების მიღებისთვის. სათანადო მოქმედებების ვალდებულებას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს 1972 წელს UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და გმადლობთ ინტერესისთვის, დაიცვათ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. პატივისცემით, კიშორ რეო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწე ასლი: UNESCO-ს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა საქართველოში UNESCO-ს ეროვნული კომისია საქართველოში
პარიზი, 2014 წლის 28 აგვისტო