• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

UNESCO საყდრისს მსოფლიო მემკვიდრეობად მიიჩნევს

11 years ago
კატეგორია: კულტურა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sakdrisis_gadarchenis_sazogadoebrivi_komiteti_16142 დღეს სააგენტო პირველების ოფისში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე ცნობილი გახდა UNESCO-ს მხრიდან კომიტეტისთვის მოწერილი ოფიციალური წერილი, სადაც საყდრისის ოქროს მაღარო როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა არის მოხსენიებული. წერილში საუბარია ასევე, რომ მათ შესაბამისი წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას და სათანადო უწყებებს რეაგირებისთვის. UNESCO ქართულ მხარეს მიუთითებს 1972 წელს მიღებულ კონვენციაზე, რომლის მიხედვითაც, ნაკისრი აქვს გარკვეული ვალდებულებები. დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე კომიტეტის წევრებმა განაცხადეს „როგორც მოგეხსენებათ, UNESCO მსოფლიოს მასშტაბით გახლავთ უმაღლესი ორგანო, რომელსაც ყველაზე წონადი სიტყვა ეთქმის კულტურის სფეროში. მართალია, შესაბამის ნუსხაში ჯერ არ არის შეყვანილი, თუმცა როგორც მოცემული წერილიდან ირკვევა ფაქტია, რომ UNESCO საყდრისს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევს. აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება მათი პოზიციები. ვფიქრობთ, რომ ამ მოროგი გამარჯვების შემდგომ, როდესაც კიდევ ერთხელმ ტკიცდება, რომ ასეთი სიმდიდრე გვაქვს ქართველ ხალხს ქვეყანაში, ამას უკვე უნდა ვზეიმობდეთ და ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ეს დიდი სიკეთე ქართული იდეის განვითარებაში, არამც თუ კითხვის ნიშნები დავსვათ. შესაბამისად, აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც საყდრისის საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და სამეცნიერო სტატუსები ქვეყნის სამტროდ გამოიყენა“. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა პრესკომფერენციაზე საყდრისში მიმდინარე კარვების აქციაზეც ისაუბრეს და დააანონსეს, რომ „ვიქრობთ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მიერ ინიცირებულმა კარვების აქციამ გადამწყვეტი როლი შეიტანა საყდრისის საკითხის დადებითად გადაჭრაში. სწორედ კარვების აქციის საშუალებით მოხდა შეჩერებულიყო სამუშაოები საყდრისის ოქროს მაღაროზე, მართალია ძეგლი დაზიანდა, მართალია ძალიან დიდი ნაწილი საკვლევია და ბევრი უნიკალური ფაქტი და მტრკიცებულება გადარჩენილი, თუმცა დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სწორედ კარვების აქციის პერიოდში ქართული საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა შეიტყო საყდრისის ძეგლის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე, აქტიურად ჩაერთო დიპლომატიური კორპუსი, მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან დამეგობრება, მედია საშუალებების ინფორმირებულობა. სწორედ კარვების აქცია უმაგრებდა ზურგს ბევრ განცხადებასა და გამოხმაურებას საყდრისის საკითხთან დაკავშირებით. და ბოლოს, UNESCO-ს ხელმძღვანელისგან პასუხად მიღებული წერილი, ეს უკვე კულმინაციური ნაწილია და ალბათ უმნიშვნელოვანესი. კომიტეტმა სრული დოკუმენტაცია მიაწოდა საყდრისთან დაკავშირებით UNESCO-ს პარიზის ოფისს და დადებითი წერილიც მივიღეთ. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის კარვების აქცია უნდა შეყწდეს. იქ დარჩება „კოშკურა“, რომელიც ჩვენმა კომიტეტმა ამ აქციის პერიოდში ააგო და ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ პირს, თუ ორგანიზაციას ექნება საშუალება მივიდეს, მოინახულოს საყდრისი, დარჩეს და გამოხატოს საკუთარი დამოკიდბეულება. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტს აქტიურობა სხვა ფაზაში გადაჰყავს და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საყდრისის გადასარჩენად, ვიდრე საყდრისი არ მიიღებს ძეგლის სტატუსს!“- ნათქვამია კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.   თბილისი თაიმსი UNESCO-ს ხელმძღვანელის მხრიდან საყდრისის გადასრჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისადმი მოწერილი წერილის ქართულ ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ:

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივ კომიტეტს

გენერალური დირექტორის სახელით მსურს, მადლობა გადაგიხადოთ 23 ივლისს გამოგზავნილი წერილისთვის. რომელი წერილიც ეხებოდა საყდრისის ოქროს მაღაროს და პროექტს, რომლის განხორციელებასაც ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold Ltd აპირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ჩვენ, სათანადო ყურადღება მივაქციეთ თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და წერილით მივმართეთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, ინფორმირებისა და სამოქმედო ზომების მიღებისთვის. სათანადო მოქმედებების ვალდებულებას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებს 1972 წელს UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და გმადლობთ ინტერესისთვის, დაიცვათ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა. პატივისცემით, კიშორ რეო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწე ასლი: UNESCO-ს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა საქართველოში UNESCO-ს ეროვნული კომისია საქართველოში

პარიზი, 2014 წლის 28 აგვისტო

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In