unnamed (1)

The Tbilisi Time-სთვის ცნობილი გახდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გარდაუვალი იქნება და ამაში სტუდენტები დახმარებას ითხოვენ.

საქმე უკავშირდება ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში არსებულ ვითარებას. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი სააგენტოსთვის თავად სტუდენტებისგან გახდა ხელმისაწვდომი. როგორც ირკვევა ბიზნესის სკოლაში ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებენ. სტუდენტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილება ძირითადად დაკავშირებულია უმეტეს შემთხვევაში გამარტივებულ სემესტრული შეფასებების მიღებასთან, სწავლის მეთოდიკის სერიოზულ ხარვეზებთან. ხარვეზები დაკავშირბეულია ლექციების ჩატარების მსოფლიოში არ არსებულ პრაქტიკასთან, რაც გულისხმობს პრეზენტაციების მომზადებას და სალექციო საათებზე სტუდენტების მხრიდან ამ პრეზენტაციების წარდგენას დანარჩენი სტუდნეტებისთვის. პროტესტი უკავშირდება ასევე, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ლექტროების მხრიდან, სალექციო საათების გაცდენასა და შეფასებების მარტივად მიღებაში. როგორც ისინი აცხადებენ, შეიძლება ბევრი სტუდნეტისთვის სასიხარულოა მარტივად მიიღონ A შეფასებები, მაგრამ უმეტესობას სურს სწავლა და ამაში იხდიან ფულს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ეს მათი უფლებების დარღვევაა, თუ უნივერსიტეტი სათანადო კვალიფიკაციის კადრს არ გამოზრდის, იმიტომ, რომ ხხელშეკრულება სწორედ ამ პირობით ფორმდება. “საერთოდ არ მივლია ლექციებზე და რაში მივიღე A შეფასება გონზე არ ვარ. ასეა მასიურად ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაშიც. საინტერესოა განათლების სამინისტრომ არ იცის ეს ყველაფერი? მაგრა გაფუჭდა სიტუაცია.” აცხადებს ლიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა უკმაყოფილება, რომელიც დაკავშირებულია ილიაუნის ბიზნესის კოლის მაგისტრატურაში ჩასარიცხ სტუდენტებთან დაკავშირებითაც. როგორც კონკურსანტები აცხადებდნენ ადგილი ჰქონდა სუბიექტურ დამოკიდებულებებს და კომისია იყო ტენდენციური, მათთვის შეფასების კრიტერიუმები და მეთოდიკა იყო გაუგებარი. უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც ილიაუნის ყოფილი ბაკალავრები, ისე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. როგორც ჩვენთვის სანდო წყარო გვატყობინებს, წინააღმდეგობა აქაც საკმაოდ სერიოზული იქნება.

Tbilisi Times ილიას უნივერსიტსტის PR სამსახურს, სოფო ვანელიძეს დაუკავშირდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მას შემდეგ რაც მოისმინა ჩვენი შეკითხვა, ტელეფონი გამორთო და შემდგომ გადარეკილ არცერთ ზარზე აღარ გვიპასუხა, შესაბამისად მოგაწვდით მხოლოდ სტუდნეტების პოზიციას, რომელიც ჩვენთან საუბარში დააფიქსირეს. 

Tbilisi Times სტუდენტებმა თხოვეს, რომ ამ ეტაპისთვის არ მომხდარიყო ვინაობების გამჟღავნება, რადგან უახლოეს მომავალში ორგანიზებული ღია ასპროტესტო მოძრაობაა დაგეგმილი. როგორც მოგეხსენებათ ილიას უნივერსიტეტში ჯერ სასწავლო პროცესი არ დაწყებულა და შესაბამისად სასწავლო პროცესით უკმაყოფილო სტუდენტებს სურთ სემესტრის დაწყებამდე მიიღონ შესაბამისი ზომები.

The Tbilisi Time მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებიტ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას

Please follow and like us: