„საქართველო აქტიურად ახდენს თავისი ძალების მობილიზებას ოჯახური ძალადობის ფაქტებთან საბრძოლველად“
ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ საქართველო აქტიურად ახდენს თავისი ძალების მობილიზებას ოჯახური ძალადობის ფაქტებთან საბრძოლველად. ბოლო პერიოდში აშკარად იგრძნობა მზარდი ყურადღება და დისკუსიები სწორედ ამ საკითხისებისადმი მიმართული. ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც შეიძლება ამ საკითხზე იყოს კონცენტრირებული, პირველ რიგში, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა. ეს არის იმის ნიშანი, რომ საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით გაავრცელოს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები აბსოლუტურად მიუღებელია და ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება რეაგირების გარეშე. აუცილებელია, სწორედ მენტალიტეტის, დამოკიდებულების შეცვლა საზოგადოებაში. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასითებელი. ეს არის გლობალური ფენომენი, ეს არის ის, რასაც ამერიკაშიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლი აქვს. ათწლეულები დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვეწყო ამაზე რეაგირება – დაგვეწყო მაგალითად პოლიციელების მომზადება ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის დანაშაული და არ არის მხოლოდ საოჯახო საკითხი, რომელშიც პოლიცია არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ნორლანდმა.
ამასთან, რიჩარდ ნორლანდი მიესალმა კვლევის ჩატარებას.
„ოჯახური ძალადობა არის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ბევრი მხარის მონაწილეობას საჭიროებს“, – დასძინა ნორლანდმა.
პრესკონფერენცია შესავალი სიტყვით მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა. მან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესახებ მთავარი პროკურატურის ხედვა წარმოადგინა.
01.12.14