ფრანგული გაზეთის Libération-ის ცნობით, ჟერარ დეპარდიე ჩეჩნეთში ორ ფილმს გადაიღებს.

მსახიობმა უკვე გნაცხადა რომ, გადაიღებს ფილმს სახელწოდებით ”მამის გული” ფილიპ მარტინესის სცენარის მიხედვით. გადაღებები წელს დაიწყება. ფილმი მოგვითხრობს ორი ომის შემდეგ ჩეჩნეთის აღდგენის შესახებ.

დეპარდიე განასახირებს ჩეჩნეთის ახამად კადიროვის როლს, რომელზე მოხდა თავდასხმა 2004 წელს.

მეორე ფილმი ”ბირიუზა”-ისტორიაა ხელოვნების ნიმუშების ყოფილი ქურდის ვიქტორ ლამბერის (დეპარდიე) შესახებ, რომელიც ბრუნდება მოსკოვში საფრანგეთში 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

”გადაღებები ერთდროულად დაიწყება ორ ქალაქში: გროზნოში და მოსკოვში”-ციტირებს Libération.

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთში დეპარდიეს, მისი პირველი ვიზიტისას აჩუქა ბინა და მიანიჭა საპატიო მოქალაქის წოდება.

Libération გვახსენებს რომ, დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა, ამა წლის იანვარში მიიღო, საფრანეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ მსახიობის ეს ნაბიჯი ”საბრალოდ” მიიჩნია, ხოლო დეპარდიემ რუსეთს სიყვარული აუხსნა და უწოდა მას ”უდიდესი დემოკრატიის ქვეყანა”.

16.05.13

Please follow and like us: