ჩინეთის სახელმწიფო ახლად დანიშნულმა პრემიერმა ლი კეციანმა გამოთქვა აზრი ინდოეთთან ურთიერთობების  გაძლიერების შესახებ, ამის შესახებ „ბიბისი“იუწყება.

დელიში ლი კეციანი ჩაატარებს მოლაპარაკებებს პრემიერ მინისტრთან მანმოხანო სინგხომთან.

ინდოეთს და ჩინეთს ჰქონდათ უთანხმოება სასაზღვრე ზოლთან, მას შემდეგ რაც ინდოეთის ხელისუფლებამ დაადანაშაულა პეკინი ინდოეთის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების.

კონფლიქტი იქნა გადაჭრილი, მაგრამ მას შემდეგ იმ ადგილებში საზღვარი არ არის მკაფიოდ გამოხატული. ამას მოჰყვა ინდოეთის პარლამენტის წინ მანიფესტაცია.

მანიფესტატები მოითხოვდნენ მთავრობისგან ძლიერი პოზოციის დაჭერას ჩინეთის მიმართ.

მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება, ეკონომიკური  თანამშრომლობის საკითხები.

გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ  ორ ქვეყანას შორის მიაღწია  66,4 მილიარდ  დოლარს. 2015 წლისათვის ქვეყნები იმედოვნებენ 100 მილიარდამდე სავაჭრო ბრუნვას.

 21.05.13

აჩიკო კერესელიძე

Please follow and like us: