“თიბისი ბანკის” სათავო ოფისში ტექნიკური სავაჭრო ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ვაჭრობის დაფინანსებაში, სფეროს განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.
ტექნიკური სავაჭრო ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. მისი მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ღონისძიებას ესწრებიან თიბისი ბანკის დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, EBRD წარმომადგენლები, საქართველოში მყოფი ინვესტორები და ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები.