თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააფრთხილა აქციის მონაწილეები რომ, აღარ მოითმენს საპროტესტო აქციებს

მან დაპირდა დაამთავრებდა დემონსტრაციებს. თავდაპირველად პოლიციამ გაასუფთავა ტაქსიმის მოედანი სტამბულში, სადაც მეორე კვირაა განუწყვეტლივ მიმდინარეობდა პროტესტი.

თურქეთის ტელევიზიის გადმოცემისას პრემიერ მინისტრმა მიმართა პარლამენტს რომ მისი პოზიცია არის ურყევი.

„ დემონსტრატები ტაქსიმის მოედნიდან უნდა დაიშალონ, ვინც ამას არ გაითვალისწინებს და გააგრძელებს ექცესებს მე ვამბობ  ყველაფერი დამთავრებულია და ამ მომენტიდან ჩვენი ტოლერანტობა წაშლილია“, განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენ არა მარტო შევაჩერებთ ამ აქციებს არამედ დაუსჯელი არავინ დარჩება.

როგორც ბიბისის კორესპონდენტის გადმოცემით, პოლიციელებმა დემონსტრატების დასაშლელად გამოიყენეს ცრემლდენი გაზი, რეზინის ტყვიები.

საპასუხოდ დემონსტრატებმა  პოლიციელებს დაუშინეს ქვები და აალებადი მასის ბოთლები.

ზოგიერთმა აქციის მონაწილემ  დაიხია პარკ გეზის შორიახლოს, სადაც გაშლილი ქონდათ კარვები.

ერდოღანმა მხარი დაუჭირა წესრიგის დამცველებს, ხოლო აქციის მონაწილეები კი მოიხსენია როგორც მარიონეტები, რომლებიც არიან  იმ ძალების გავლენის ქვეშ, ვისაც უნდა თურქეთის განადგურება.

12.06.13

აჩიკო კერესელიძე

Please follow and like us: