ბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში საცობების მომრავლება ავტომანქანების რიცხვის ზრდამ განაპირობა.
„ჩვენს მიერ კონტაქტორ კომპანიასთან შეთანხმებით, გეგმის მიხედით 15 სექტემბრისთვის აღდგება თამარაშვილისკენ მიმავალი გზა, რომელიც ერთის მხრივ პოლიციის შენობის გავლით ვაკეს დაუკავშირდება, მეორეს მხრივ კი საბურთალოს, ასევე, ერთი მხარე – გმირთა მოედნიდან თამარაშვილისკენ, 15 სექტემბრისთვის აუცილებლად გაიხსნება. მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელზე ინტენსიური მუშაობა როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. რაც შეეხება გზის სრულად გახსნას, მოძრაობის აღდგენას თვის ბოლოსთვის ვვარაუდობთ. ჯერ-ჯერობით პროექტი შეთანხმებული გეგმის გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და ჩამორჩენა არ არის. მუშაობა მიმდინარეობს როგორც სახიდე გადასასვლელზე, ასევე, გზის დაზიანებულ ცალკეულ მონაკვეთებზე. მოხდება საფარის სრულად აღდგენა, რათა მოძრაობა თავისუფალი იყოს. სწავლის დაწყებისთვის საცობები დიდი არ იქნება, თუმცა გარკვეულ გადაადგილებებთან დაკავშირებით ფორმულიურებები იქნება და ეს მხოლოდ ამ გზასთან არ არის დაკავშირებული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ავტომანქანების რიცხვი გაიზარდა, სივრცე კი შეზღუდულია“, – განაცხადა ნარმანიამ.