• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ახალაშენებული სახლი – მყარი ციხესიმაგრე?!

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ახალაშენებული სახლი – მყარი ციხესიმაგრე?!

Construction Deal XXL

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამშენებლო დარგი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია ბიზნეს-სექტორში. ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები, რომლის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში მშენებლობაში აღინიშნებოდა 2,4%-იანი მატება. გაზრდილია სამშენებლო დარგის ბრუნვის მოცულობაცა და დასაქმებულთა რიცხვიც. სამშენებლო კომპანიები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ, თბილისში იგეგმება ახალი საცხოვრებელი უბნების გაჩენა. ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ახალაშენებული სახლების უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს ძირითად სტანდარტებს. როგორ მოწმდება მშენებლობის ხარისხი, რა სახის მონიტორინგს ატარებს სახელმწიფო და ქალაქის ადმინისტრაცია. ამის გარკვევა “თბილისი თაიმსმა“ სცადა.

მშენებლობის ნებართვა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, წელს ადმინისტრაციამ გასცა 1212 მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, ხოლო კერძო სახლებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 2787-ს მიაღწია. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა დააკმაყოფილოს ნებართვის მისაღებად განკუთვნილი კრიტერიუმები, მან განცხადებას უნდა დაურთოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ. ასევე სავალდებულოა, სამშენებლო მონაკვეთის კვლევის ანალიზიც.

გარდა ამისა, კომპანიამ თუ კერძო პირმა ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქონიოს შენობა-ნაგებობის კვლევა და კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასება, რომელიც ადგენს დასამტკიცებელი შენობის სეისმურ ნორმებთან შესაბამისობას.

მშენებლობის ნებართვის გაცემა 3 სტადიად მიმდინარეობს.  ითვალისწინებენ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების შესაძლებლობას, ასევე არქიტექტორული პროექტის კონსტრუქციულ ან/და ტექნოლოგიურ შეთანხმებას და მის საბოლოო დამტკიცებას.

მონიტორინგი

მშენებლობის განმავლობაში ხორციელდება 3 სახის მონიტორინგი: საავტორო, ტექნიკური და სახელმწიფო.პირველ მათგანზე პასუხისმგებლობას იღებს არქიტექტორი ან ინჟინერ-დამპროექტებელი. ტექნიკური ზედამხედველობა დამკვეთს ეკისრება.  რაც შეეხება სახელმწიფოებრივ მონიტორინგს, მას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. მის მოვალეობებში შედის სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების გამოვლენა და მასზე შესაბამისი რეაგირება.

არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილის თქმით, ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობა ფორმალურ ხასიათს ატარებს:

“ზედამხედველობის სამსახური ეფემერული ორგანიზაციაა, რომელიც მიდის და აფიქსირებს, რომ რაღაცა შენობა სტანდარტებს არ შეესაბამება. ამით მათი საქმიანობა მთავრდება, რადგან ეს მიმდინარეობს სახელმწიფო მიდგომიდან, რომელიც არ არსებობს. დაახლოებით იმას ჰგავს, მოდით, ავაშენოთ და მერე ვიფიქროთ, ეს აშენებული როგორ გამოვასწოროთ.“

როგორც ცნობილი გახდა, რომ უკვე აშენებული კორპუსის მდგრადობის უზრუნველყოფა და შემოწმება მის მესაკუთრეზეა დამოკიდებული.

 სამშენებლო კომპანიები და ხარისხის კონტროლი

 ჩვენ გამოვკითხეთ სამშენებლო სექტორის ორი წამყვანი კომპანია, “დირსი“ და “აქსისი“, თუ როგორ მოწმდება მშენებლობისთვის საჭირო ინვენტარი. “დირსის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის არჩილ თავბერიძის თქმით, “დირსის“ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე კომპანიამ იმ ტერიტორიაზე მოაწყო იტალიური წარმოების 2 ბეტონის ქარხანა და ლაბორატორია. იყენებენ სპეციალურ დანამატებს, რომლებიც იცავენ ბეტონში მოქცეულ არმატურას კოროზიისგან. თავბერიძე ამბობს, რომ შენობის მდგრადობა დიდწილად დამოკიდებულია მშენებლობის ტუნელურ-ყალიბურ ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებისას შენობის 80 % საყრდენ ნაგებობას წარმოადგენს.

“აქსისის“ გენერალური დირექტორის აზრით, საცხოვრებელი კორპუსის ვადა დიდწილადაა დამოკიდებული შემავსებელ მასალაზე. ყველა მასალა გადის შემოწმებას სპეციალურ ლაბორატორიაში, ხოლო კორპუსის აგებისას გამოყენებული ტექნიკა ნაგებობას სიმყარის უზრუნველყოფს და 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი.

 ექსპერტის შეფასება

“კარგს იმას ვხედავ, რომ მშენებლობის ტემპი არ კლებულობს, მაგრამ მიმდინარეობს ყოვლად გაუაზრებლად. ვერანაირი მექანიზმი ვერ ავამოქმედეთ, რომელიც დეტალურად შეისწავლის, რამდენად იყო დაცული ნორმები. თვითონ ქალაქი ვერ იაზრებს, რა მხარეს უნდა წავიდეს ბინათმშენებლობა. შედეგად ვიღებთ ქაოტურ განვითარებას,“-ამბობს არქტექტორი ლევან კალანდარიშვილი.

მისი აზრით, ბევრი იქნება დამოკიდებული ქალაქის მომავალ გენერალურ გეგმაზე, კერძოდ, მიწათმოწყობის ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ მუშავდება. მეტწილად ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, რამდენად გაამახვილებს ქალაქის მერია ყურადღებას არა იმდენად რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე.

ანა მებურიშვილი

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

“არ მჯერა, რომ ჩემი შვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან” – ნათია ბახტაძის დედა

“არ მჯერა, რომ ჩემი შვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან” – ნათია ბახტაძის დედა

3 years ago
საქართველოსა და ომანს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განიხილება

საქართველოსა და ომანს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება განიხილება

9 years ago
მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი… პროექტი ასე არ გაგრძელდება – პრემიერი

მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი… პროექტი ასე არ გაგრძელდება – პრემიერი

5 years ago
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

6 months ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by