• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა იწვევს ბავშვებში ძვალსახსროვანი სისტემის გახშირებულ დაავადებებს?!

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
რა იწვევს ბავშვებში ძვალსახსროვანი სისტემის გახშირებულ დაავადებებს?!
21
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სქოლიოზი, ბრტყელი ტერფი, თანდაყოლილი ტერფმრუდობა, გულმკერდის ყაფაზის დეფორმაცია, ტანდეგობის დარღვევა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სულ უფრო მეტად გვხვდება  ბავშვთა ასაკში. ამასთან ერთად, მოზარდების მშობლებისთვის აქტუალური გახდა კიტხვა, რა იწვევს ბავშვებში ძვალსახსროვანი სისტემის გახშირებულ დაავადებებს. The Tbilisi Times-ის კითხვებს პასუხი გასცეს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგმა, სალომე როდონაიამ, და ორთოპედმა, ბავშვთა ტრავმატოლოგმა, ჯემალ ჭუმბურიძემ.

ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები ბავშვებში. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და რომელი დაავადებებია უფრო გავრცელებული?

– ბოლო წლებში იმატა ტენდეციამ ბავშვებში არასრულფასოვანი ფიზიკური განვითარების, მეტად გამოხატული საყრდენმამოძრავებელი სისტემის დარღვევით. ძირითად დაავადებებს, რომლებიც გვხვდება ბავშვთა ასაკში წარმოადგენს: მენჯბარძაყის დისპლაზია, მუხლის ვალგუსური და ვარუსული  დეფორმაცია, ტერფის პლანოვალგუსული დეფორმაცია, ბრტყელი ტერფი, თანდაყოლილი ტერფმრუდობა, სქოლიოზი,  ტანდეგობის დარღვევა, გულმკერდის ყაფაზის დეფორმაცია.

სქოლიოზი ძირითადად ვითარდება ბავშვთა ასაკში, როდესაც ბავშვის საყრდენ მამოძრავებელი სისტემა ყალიბდება. თუ ბავშვს სკოლამდელ ასაკში აღენიშნებოდა ხერხემლის სვეტის უმნიშვნელო ცვლილებები, რაზეც მშობელმა არ გაამახვილა ყურადღება ან ვერ შეამჩნია, ეს შეიძლება უკვე სკოლის ასაკში ჩამოყალიბებული ხერხემლის პათოლიგიის მიზეზი გახდეს.

დიდი ხანია პრობლემად იქცა მძიმე ჩანთები, რომლის ტარებაც სკოლის მოსწავლეებს უწევთ. რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების ძვლოვან სისტემას მძიმე ჩანთები?

– როდესაც ბავშვის საყრდენმამოძრავებელი სისტემა ყალიბდება,  მერხთან ჯდომის არასწორმა პოზიციამ და მძიმე ჩანთის ტარებამ შეიძლება მიგვიყვანოს ამ დაავადებამდე. არ შეიძინოთ ჩანთა ერთ საკიდზე – ეს არის 100% სქოლიოზის ჩამოყალიბების გარანტია.

გავრცელებული დაავადებაა ბრტყელტერფიანობაც, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ სირულეებს ქმნის. რა არის ბრტყელტერფიანობის მიზეზი და რა საშუალებები არსებობს მასთან საბრძოლველად?

– საყრდენმამოძრავებელი სისტემის პირველად რგოლს წარმოადგენს ტერფი, რომლის სწორ ანატომიურ დგომაზე არის დამოკიდებული ტორსის სხვა ნაწილების და სახსრების სწორი განვითარება.

ბრტყელი  ტერფი  წარმოადგენს  ერთ-ერთ  ყველაზე ხშირ პათოლოგიას.  სახელწოდება „ბრტყელი ტერფი უკვე მოძველებულია“, იგი წარმოადგენს ერთ-ერთ სიმპტომს ისეთი რთული დაავადებებისა, როგორებიცაა: ტალო-ტარზალური დისლოკაცია, ვერტიკალური კოჭი, ვერტიკალური ქუსლი, ტერფ-გულის ფასციიტი, პლანო-ვალგუსური დეფორმაცია, ტერფის აბდუქქციური დეფორმაცია, ქუსლ ნავისებური ძვლის კოალიცია, ქულს-კოჭის ძვლების კოალიცია, ჰალუს ვალგუსი (ტერფის პირველი თითის დეფორმაცია).

პირველი დიაგნოზის დასმა ხდება ორთოპედის მიერ პაციენტის გასინჯვის საფუძველძე, ხოლო შემდგეგ დადასტურება   კლინიკოლაბორატორიული კვლევების დახმარებით. ყველა ამ დაავადების  მკურნალობის  მეთოდი  ქირურგიულია, რომელიც  ძირითადში გულისხმობს მინიინვაზიურ (უსისხლო ჩარევას).

როგორც ვიცით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს  საწოლსა და სავარძელს, რათა არ შეიქმნას ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემა. როგორ უნდა შევურჩიოთ ბავშვს ეს ნივთები? რა კრიტერიუმებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

– ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის სქოლიოზი თანამედროვე მშობლების ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ბავშვები ძალიან დიდი დროს ატარებენ მერხთან სკოლის პერიოდში, საშინაო დავალებების შესრულებისას, თავისუფალ დროს კომპიუტერთან  ჯდომისას.  რასაკვირველია  ეს  უკვალოდ  არ  რჩება.  თავდაპირველად იწყება ხერხემლის კუნთების არასწორი ჩამოყალიბება, შემდეგ ძვლოვანი სტრუქტურის , რასაც საბოლოოდ მივყავართ დაავადებამდე, რომელსაც „სქოლიოზი“ ეწოდება. ბავშვისთის არ არის რეკომენდირებული რბილის საწოლი.   საწოლი  სასურველია  იყოს აჭღურვილი  ორთოპედიული  მატრასით  და  ბალიშით. ბალიშის ზომა არ უნდ ააღემატებოდეს მხრების განს.

საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში სპორტული აქტივობა იმისათვის, რომ პატარების ძვლოვანი სისტემის განვითარება სწორად მოხდეს?

– სპორტული აქტივობა აძლიერებს ხერხემლის კუნთებს. სტატისტიკა  გვიჩვენებს,  რომ  სკოლის  ასაკის  გოგონებს  უფრო  ხშირად  უდგინდებათ ხერხემლის გამრუდება ვიდრე ბიჭებს, რაც აიხსნება იმით რომ ბიჭები მეტად აქტიურები და მოძრავები არიან (მათი კუნთოვანი სისტემა მეტად განვითარებულია).

რამდენად საჭიროა დროული მასაჟი? ახდენს თუა არა ის პრობლემის პრევენციას? როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ პატარას მასაჟი სჭირდება?

– მშობლებმა იციან, რომ ბავშვის განვითარების და ზრდის გარკვეულ ეტაპზე მასაჟი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ზოგჯერ კი აუცილებელიც კი არის, ამიტომ     კვალიფიური მასაჟისტები ყოველთვის მნიშვნელოვანი რგოლი იყო ორთოპედიული პათოლოგიების მართვის დროს. (კონსერვატიული მკურნალობა – ერთ- ერთ  ფუნდამენტურ  მიმდინარეობას  წარმოადგენს  ორთოპედიული  პათოლოგიების მართვაში). სხვადასხვა მიზეზების გამო ბავშვს მასაჟს ადრეული ასაკიდან უკეთებენ. ფიზკულტურა (სამკურნალო   ვარჯიშები)   ამაღლებს ბავშვის ტონუსს, აუმჯობესებს ნერვულ სისტემას.

როგორ უნდა მოვიქცეთიმისათვის, რომ ბავშვს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემა არ შეექმნას? გაუზიარეთ თქვენი რეკომენდაციები მშობლებს.

–     არ დასვათ პირველად ბავშვი იმაზე ადრე, ვიდრე ექიმი მიგითითებთ!

–     ყურადღება მიაქციეთ რომ ყოველთვის გამართულად იაროს.

–    აკონტროლეთ დისტანცია მაგიდასა და ბავშვს შორის, ის არ უნდა იყოს 30 სმ ნაკლები.

–     სწორად შეარჩიეთ განათება ბავშვის სამუშაო მაგიდაზე.

–     შეარჩიეთ ბავშვის ავეჯი მისი ზომების გათვალისწინებით.

–     საწოლი სასურველია იყოს აჭღურვილი ორთოპედიული მატრასით და ბალიშით.

ბალიშის ზომა არ უნდ ააღემატებოდეს მხრების განს.

–     უმოძრაოდ ერთ მდგომარეობაში ჯდომა არ არის რეკომენდირებული 20 წუთზე მეტ ხანს.

–     სასურველია მეტი ფიზიკური აქტივობა.

სალომე როდონაია (რადიოლოგი): “დღეისთვის ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი) ყველაზე ხშირად სკოლის ასაკის ბავშვებში დიაგნოსტირდება. იმისათვის, რომ მიზნობრივად მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, აუცილებელია ორთოპედის მიერ პირველადი ვიზუალური დათვალიერება. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება ტერფის და ხერხემლის პათოლოგიები. ამის გათვალისწინებით თბილისის მერიის ინიციატივით 2016 წელს ამოქმედდა პროგრამა „ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი“, რომლის საფუძველზეც ათასობით ბავშვს ჩაუტადა სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ტარდება ტერფის რენგენოლოგიური კვლევა ფუნქციური დატვირთვით, რომლის საფუძველზეც დგინდება ტერფის ძვლების ურთიერთმიმართებაში დგომის შეფასება. ზემოხსენებული კვლევის მეთოდი უშუალოდ ამერიკელი ტერფის ქირურგის (პოდიატრისტის) მიერ დაინერგა.”

მაგდა ბატიაშვილი

Share8Tweet5

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
ახალი ამბები

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

საინტერესო

თურქეთში გლოვა გამოცხადდა

10 years ago
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის”

“იმედი გვაქვს, რომ ის მხარდაჭერა, რაც ჰქონდა საქართველოს, გაგრძელდება”

10 years ago

მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

13 years ago

“2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი” – გიორგი კვირიკაშვილი

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by