ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის პედაგოგებს ხელფასი გაეზრდებათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პედაგოგთა ხელფასები 70-მილიონი ლარით იზრდება.
“ხელფასი პედაგოგებისათვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან გაიზარდა და ხელფასების ზრდა კიდევ მომავალი წლის აპრილშია დაგეგმილი. საბაზო ხელფასი 400-450 ლარი ხდება”, – განაცხადა ხადურმა პარლამენტის სხდომაზე.
ფინანსთა მინისტრი პარლამენტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.